რა სიახლეებს სთავაზობს „ლოპოტა სპა რეზორტი“ ტურისტებს ივნისში
მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონს „ლოპოტა სპა რეზორტი“ განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება და ივნისის თვეში ახალი შეთავაზებების პაკეტი გამოაქვს:
შეთავაზება N1 : 25% -იანი ფასდაკლება მთელი ივნისის განმავლობაში - ნომერზე საუზმით ან სამჯერადი კვებით, მინიმუმ 2 ღამის ან 2 ნომრის დაჯავშნისას შაბათის გარდა, ხოლო 3 ღამის დაჯავშნის შემთხვევაში - შაბათის ჩათვლით
შეთავაზება N2: 11-15 ივნისი - ნომერი 2 ან 3 ადამიანზე (კვების გარეშე) - 350 ₾
შეთავაზება N3: განსაკუთრებული პირობები ივნისის იუბილარებისთვის - სტანდარტულ 3-ადგილიან ნომერში,1 სტუმრის განთავსება საუზმით, 165 ლარი. საჩუქრად - ფერადი კოქტეილები Ike Asian Fusion-ში.
„არ გადადოთ ზაფხულის თავგადასავლების დაწყება ლოპოტაზე - მზე და აუზები სიმწვანეში, იოგასესიები მზის ჩასვლისას, სხვადასხვა კონცეფციით მომზადებული კერძები, განტვირთვა სპაში თუ საუნაში, ცხენზე ჯირითი თუ კვადრო ტური - მრავალფეროვანი თავგადასავლები გელით“, - აცხადებენ „ლოპოტა სპა რეზორტში“.
„ლოპოტა სპა რეზორტში“ აცხადებენ, რომ 2022 წლის სტატისტიკით სტუმრების 60%-ი ადგილობრივი იყო, ხოლო დარჩენილი 40%-ი საერთაშორისო ტურიზმზე მოდიოდა. ტურისტული ობიეტის სერვისებით კი ძირითადად გალფის ქვეყნები, ისრაელი და მეზობელი ქვეყნები ინტერესდებიან.
იგივე თემაზე:
რა სიახლეებით ხვდება „ლოპოტა სპა რეზორტი“ ზაფხულის ტურისტულ სეზონს
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.