რა სიახლეებს სთავაზობს სასტუმრო "მტევინო" მომხმარებელს
სასტუმრო “მტევინო” მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც მდებარეობს კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, თბილისიდან დაახლოებით 40 კილომეტრში. სეზონის გახსნა 20 მაისიდან იგეგმება. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის ტურიზმის განვითარების მენეჯერმა, ქეთი ხვედელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ადგილზე მისულ სტუმარს ახალი აუზი დახვდება.
„სიახლე გვაქვს ის რომ ტერიტორიაზე დაგვემატა აუზი. სეზონი გაიხსნება 20 მაისიდან. მოვემსახურებით დაახლოებით 50-დან 80 ადამიანამდე სტუმარს. აუზის ტერიტორიაზე აუცილებლად იქნება ბარი და როგორც სასტუმროს დამსვენებელს, ასევე გარე შემომსვლელსაც ექნება იმის საშუალება რომ გვესტუმროს და ისიამოვნოს ჩვენი აუზით. ფასებს რაც შეეხება, თბილისთან შედარებით რა თქმა უნდა ისეთი კონკურენტუნარიანი ფასები გვექნება, რაც მომხმარებელს ქალაქგარეთ დასვენების შესაძლებლობას მისცემს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სასტუმრო ქალაქიდან ნახევარი საათის სავალზეა. გარდა იმისა, რომ აუზი დაგვემატა ჩვენი ინფრასტრუქტურა საკმაოდ გალამაზდა. გაშენდა ახალი საჩვენებლი ვენახები, სადაც ნებისმიერი ტიპის ღონისძიების ჩატარება, იქნება ეს ქორწილი, თიმბილდინგი, კორპორატიული თუ სხვა არის შესაძლებელი. გაკეთდა ძალიან ლამაზი სივრცე, სადაც 100 სტუმრიდან 300 სტუმრამდე მიღების შესაძლებლობა გვაქვს და ამ მხრივაც აბსოლუტურად კეთილმოწყობილი სივრცე დახვდებათ ჩვენს სტუმრებს “, - აცხადებს კომპანიის ტურიზმის განვითარების მენეჯერი ქეთი ხვედელიძე.
ცნობისთვის, „მტევინო“ აერთიანებს ბუტიკურ სასტუმროს, ღვინის ქარხანას, რესტორანს, კულინარიულ მასტერკლასებსა და ღია სივრცეებს ღონისძიებებისთვის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.