რა სიახლეებს სთავაზობს Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA სტუმრებს შემოდგომა-ზამთრის სეზონზე
ერთ-ერთი პირველი იყო Schuchmann Wines Chateau რეგიონში, რომელმაც ვიზიტორებს შესთავაზა ღვინის ტურიზმის მიმართულება,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA -ს დირექტორმა განუცხადა.
„წელს საკმაოდ ბევრი ვიზიტორი სტუმრობდა შატოს და ამ მიმართულებით 15%-იანი ზრდა გვაქვს.
ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ ღვინის სპას, ვიზიტს რესტორანში და რჩეულ ღვინოებს. ასევე , უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას, როგორიცაა რთველი. ხდება ყურძნის კრეფა, მიღებული მოსავლის დაწურვა და ღვინის ქვევრებში დაბინავება. სტუმრებს ვაძლევთ საშუალებას, რომ აქტიურად ჩაერთნენ ამ პროცესში“,- ამბობს ნუცა აბრამიშვილი.
მისი შეფასებით, წელს კახელმა მევენახეებმა ფაქტობრივად დაუზიანებელი მოსავალი მიიღეს. „ერთ-ერთი გამორჩეული წელი, როცა მივიღეთ უმაღლესი ხარისხის მოსავალი. ამ ყურძნით დამზადებული ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე გაზაფხულზე გამოჩნდება“, - ამბობს შატოს დირექტორი.
მისი თმით, დიდი პატივია როდესაც სტუმარს აზიარებენ ქართულ გასტრონომიას, სთავაზობენ ღვინის სპა მიმართულებას.
„სწორედ ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. გვყავს ბევრი სტუმარი, ვართ გამორჩეული შეხვედრების ცენტრი რეგიონში. ყველაზე საუკეთესო რეკლამა არის, როცა კმაყოფილი სტუმარი უზიარებს შთაბეჭდილებას და ურჩევს თავისი ქვეყნის მოქალაქეებს ჩავიდნენ საქართველოში. ჩვენი მიზანია დავაგენერიროთ შემოსავლები, დავასაქმოთ მეტი ხალხი და უფრო ცნობადი გავხადოთ ქვეყანა“, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.
მიმდინარე წელს შატოს სტუმრების 50%-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ.
„წელს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საქართველოს მოქალაქეების ვიზიტები შატოში, რაც ჩვენთვის საკმაოდ სასიამოვნოა“, - ამბობს შატოს ხელმძღვანელი.
Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA სტუმრებს სხვადასხვა პაკეტებს სთავაზობს:
„ღვინის სპა, ბუხრის სითბო და კავკასიონის ხედები ცივ დღეებში ნამდვილ სიმყუდროვეს შეგიქმნით. ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე, ღვინის სოფელში ვილის ღირებულება საუზმით: 2 სტუმარი - 380 ₾; 3 სტუმარი - 450 ₾; 4 სტუმარი - 550 ₾;
ვილა საუზმით, ღვინის ტურით, 3 სახეობის ღვინის დაგემოვნების მასტერკლასით, სპა პროცედურებითა და ვახშმით:2 სტუმარი - 530 ₾;3 სტუმარი - 675 ₾;4 სტუმარი - 850 ₾
შეთავაზება არ მოქმედებს booking. com-დან დაჯავშნის შემთხვევაში და არ ვრცელდება 31 დეკემბერსა და 1 იანვარზე“,- აცხადებენ Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA -ს შეთავაზებაში.
სხვა სიახლეები
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება - „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი
14.09.2026.18:22
„გალტ & თაგარტი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანია საქმიანობას როგორც კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, ისე საბროკერო მომსახურების, აქტივების მართვისა და კაპიტალის ბაზრის სხვა სეგმენტების მიმართულებით ახორციელებს.
2026 წლის პირველი ექვსი თვე „გალტ & თაგარტისთვის“ მნიშვნელოვანი შედეგებითა და ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში კომპანიის საქმიანობაში გამოიკვეთა როგორც ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების გაძლიერება, ისე საინვესტიციო და კაპიტალის ბაზრის პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობები.
Business Insider Georgia-სთან „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი, ევა ბოჭორიშვილი, 2026 წლის პირველი ექვსი თვის შედეგებზე, კომპანიის მთავარ მიღწევებზე, მიმდინარე პროექტებსა და წლის მეორე ნახევრის პრიორიტეტებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით გალტ & თაგარტის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
კვლევებში 2026 წლის პირველი ნახევარს ორი მიმართულებით გამოვყოფდი: მაკრო/სექტორული კვლევების გაღრმავება და გეოგრაფიული გაფართოება.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა ეკონომიკური გარემოს შეფასებაზე, ამიტომ ჩვენი მაკროეკონომიკური კვლევები ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური იყო. პარალელურად, ბაზარს ვაწვდიდით აქტუალურ ინფორმაციას უძრავი ქონების, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა სექტორების შესახებ.
აქტიური 6 თვე იყო კონფერენციების ორგანიზების კუთხითაც, რა დროსაც, თემების შერჩევისას, ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმით ვხელმძღვანელობდით: სად არის ბაზარზე ანალიტიკური ინფორმაციის ყველაზე დიდი დეფიციტი და ინტერესი ერთდროულად. ამ პრინციპით ჩავატარეთ კონფერენციები და დავფარეთ სოფლის მეურნეობა (სადაც შევქმენით სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - პირველი ამგვარი ინსტრუმენტი ბაზარზე), ელექტრონული კომერცია, კომერციული უძრავი ქონება და საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორი.
ცალკე აღვნიშნავდი საქართველოს რეგიონების პოტენციალის შესწავლას, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ: წლებია, ტრადიციულად ვიკვლევთ აჭარის ეკონომიკას, ხოლო წელს ეს ფოკუსი გავაფართოვეთ იმერეთსა და სამეგრელოზეც და ამ რეგიონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია ჩავატარეთ.
გეოგრაფიულ გაფართოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი უზბეკეთის ეკონომიკაზე გამოქვეყნებული პირველი ღრმა ანალიზია - ქვეყანაზე, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად ვითარდება, მაგრამ აქამდე სისტემურ კვლევით დაფარვას მოკლებული იყო. ეს ნაბიჯი გალტ & თაგარტს კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვან საინვესტიციო ბანკად და ინსტიტუციური თუ კერძო ინვესტორების საიმედო პარტნიორად ამკვიდრებს. ჩვენ მომავალში დაფარვას რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავავრცელებთ.
რაც მთავარია, ჩვენს საქმიანობას მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებებიც მოჰყვა: 2026 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო კვლევით კომპანიად დაასახელა, ხოლო Global Finance-მა - წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში?
მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება კვლევითი მიმართულების გაძლიერება. გვინდა, რომ ჩვენი კვლევები კიდევ უფრო მეტად პასუხობდეს ბაზრის რეალურ საჭიროებებს - როგორც სექტორების, ისე რეგიონებისა და ქვეყნების ჭრილში. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ საქართველოს რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის შესწავლას და რეგიონულ კვლევით დაფარვას.
ამასთან, წლის დარჩენილ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ინვესტორებთან და ბიზნესთან დიალოგის გაღრმავებას — კონფერენციების, კვლევების და სხვა პლატფორმების საშუალებით. ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტმა კიდევ უფრო განამტკიცოს საიმედო პარტნიორის როლი, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ცოდნას, ანალიტიკას და შესაძლებლობებს უზიარებს.
საბოლოო ჯამში, წლის მეორე ნახევარში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება პირველი ნახევრის დინამიკის შენარჩუნება და მიღწეული შედეგების საფუძველზე, გალტ & თაგარტის პოზიციის კიდევ უფრო გამყარება როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.
როგორია თქვენი მუშაობა ახალი კვლევითი/ანალიტიკური პროდუქტების განვითარების მიმართულებით? ხომ არ გეგმავთ სექტორული დაფარვის გაფართოებას?
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი - კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება. ეს ცვლილება ჩვენი განვითარების მთავარი მამოძრავებელია: ორი მიმართულებით ვმუშაობთ - არსებული სექტორული კვლევების სიღრმის გაზრდისა და ზრდის პოტენციალის მქონე ახალი სექტორების იდენტიფიცირება და ანალიტიკური დაფარვის კუთხით.
გეოგრაფიული გაფართოება ამ სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. უზბეკეთის ეკონომიკის კვლევით, პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით და ამავე მოდელით რეგიონის სხვა ქვეყნების დაფარვასაც დავიწყებთ.