მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა სიახლეებს სთავაზობს Swissôtel Tbilisi სტუმრებს შემოდგომის სეზონზე

news image
mbc image

თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე სასტუმრო Swissôtel Tbilisi 2024 წლის მარტში გაიხსნა, თუმცა სასტუმროს ოპერაციების მენეჯერი დავით აკოფოვი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ზაფხულის სეზონზე სასტუმროს დატვირთულობამ მოლოდინს გადააჭარბა.

„ზაფხულის პერიოდში ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა, ძირითადად გსტუმრობდნენ დსთ-ს ქვეყნებიდან, ევროპიდან და  შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. სასტუმროს აქვს 130 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი და ერთდროულად შეგვიძლია ვუმასპინძლოთ 260 სტუმარს. ფასი მერყეობს 200 დოლარიდან 1500 დოლარამდე, რაც დამოკიდებულია ოთახის კატეგორიაზე“, - განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა.

წარმატებული ზაფხულის სეზონის შემდეგ, Swissôtel Tbilisi შემოდგმის სეზონზე სტუმრებს სიახლეებს სთავაზობს.

„გვაქვს საწევრო შემოთავაზებები ჩვენს Purovel SPA-ში, რადგანაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობას. Swiss café- ში სტუმრებს ვუმასპინძლებთ შუადღის ჩაით შვეიცარიული ტკბილეულით

განვაგრძობთ სახელგანთქმული შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული მენიუთი ვახშმებს ჩვენს ხმელთაშუა ზღვის რესტორან Olive’s -ში. ასევე,  დავგეგმავთ საახალწლო ღონისძიებებს რესტორან Olive’s -ში და აზიურ ლაუნჯში Atmosphere“, -აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი.

Swissôtel Tbilisi -ს აქვს 3 განსხვავებული სარესტორნო სივრცე:

ხმელთაშუა ზღვის  რესტორანი „Olive’s“, სადაც სტუმრებს დახვდებათ ზღვის პროდუქტების დიდი არჩევანი მენიუში , შთამბეჭდავი ქართული და ევროპული ღვინოების ასორტიმენტი

აზიური ლაუნჯ-რესტორანი „Atmosphere” საფირმო კოქტეილების და აზიური სამზარეულოს გურმანებისათვის და “Swiss café” - შვეიცარიული კაფე საფირმო დესერტებითა და შუა დღის ჩაის კონცეფციით

ასევე Swissôtel Tbilisi-ში არის  5 ოთახი შეხვედრების დაგეგმარებისთვის.

„რაც შეეხება ჩვენს Purovel SPA-ს, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ დახურულ აუზით, მშრალი საუნით, ორთქლის ოთახით, მარილის ოთახით, ჯაკუზით და ჰამამის ოთახით.

ასევე გვაქვს 3 მასაჟის ოთახი და სპორტული დარბაზი.  ვიტყოდი, რომ სასტუმრო გამოირჩევა თავისი ლოკაციით, სტუმრებს შეუძლიათ ქალაქის ღირსშესანიშნაობები მარტივად, ფეხით გადაადგილებისას დაათვალიერონ.

ამასთან, Swissôtel Tbilisi-ს აქვს დახვეწილი და მყუდრო სასტუმროს ინტერიერი, „Purovel“ SPA საფირმო მასაჟის პროცედურებით, გასტრონომიული ჰაბი ჩვენს რესტორნებში. ასევე
გამოვყოფდი უნიკალურ „Vitality“ ოთახის კატეგორიას სასტუმროში, ჩაშენებული სატრენაჟორო კედლით, რომელიც ჩვენი ბრენდის ხელწერაა“, - აცხადებს დავით აკოფოვი.

სასტუმრო გაიხსნა 2024 წლის მარტში და დასაქმებულია 180 ადამიანი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა