რა სიახლეებს სთავაზობს თხილეულისა და ჩირის პირველი ონლაინ მაღაზია „ონისი“ მომხმარებლებს
ონისი თხილეულისა და ჩირის პირველი ონლაინ მაღაზიაა, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, Business Insider Georgia „ონისის“ ციფრულ მარკეტერს, გვანცა საღრაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
შემოდგომის სეზონი „ონისისთვის“ ახალი ენერგიით დაიწყო - გვაქვს ორი საინტერესო სიახლე :
ჯანსაღი მიქსი - ნუში, ქეშიუ, გოგრის გული, მიწის თხილი, ბანანის ჩიფსი და ქიშმიში ერთიანად „დაძმობილდნენ“ და ჯანსაღი ხემსის ფორმით გაერთიანდნენ. სამსახურში, სახლში ან მეგობრებთან ერთად მარტივი, გემრიელი და ენერგიული არჩევანია ყველასთვის, ვისაც სურს იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

მეორე სიახლე სასაჩუქრე ბოქსია, სიახლე ქართულ ბაზარზე - შავი ქლიავის, გარგარისა და ფინიკის ჩირი, ფისტა, ნუში და ქეშიუ ერთად ქმნიან ჯანსაღ და გემრიელ საჩუქარს, რომელიც:

როგორი არის მიმდინარე ასორტიმენტი?
ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია თითქმის ყველა სახეობის ჩირი და თხილეული. მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებით პოპულარულია ქართული თხილეული. ჩვენი თაროები უკვე შევსებულია ახალი მოსავლის ნუშით, თხილითა და ნიგვზით.
როგორია „ონისის“ სამომავლო გეგმები?
როგორც იცით, „ონისი“ არის თხილეულისა და ჩირის პირველი ონლაინ მაღაზია საქართველოში. დღეისათვის, ჩვენი პროდუქცია ათასობით ოჯახმა გაიცნო და შეიყვარა. ამიტომ ვგეგმავთ შევინარჩუნოთ პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი, მომხმარებლებს კი მუდმივად ახალი, მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ.
ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ თხილეულს ჩვენ ვქმნით ჯანსაღ და ბედნიერ მომენტებს.
ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ კომპანიის ვებგვერდს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.