რა სიახლეებს სთავაზობს ვიზიტორებს „ენგური ატრაქცია“
პროექტი ვითარდება და გასულ წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა. ენგურჰესის ატრაქცია სულ უფრო საინტერესო ხდება, - ამის შესახებ Business Insider Georga-ს „ენგური ატრაქციის“ დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.
„2022 წლის 1-ელი მაისიდან 2023 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით ჩვენი ტურის ფარგლებში ენგურჰესის კაშხალს 81 709 ვიზიტორი ესტუმრა. ჯერჯერობით სვანეთში მიმავალ ჯგუფებზე ვმუშაობთ. ვიზიტორებს შორის არიან უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეებიც, რადგან სვანეთის ტურისტულ მიმართულებას ძირითადად შერეული ჯგუფები სტუმრობენ. ვიზიტორებს შორის არიან სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც“, - ამბობს „ენგური ატრაქციის“ დირექტორი.
მისივე თქმით, ორ კვირაში „ენგური ატრაქცია“ ვიზიტორებს სიახლეს შესთავაზებს.
„15 დღეში გაიხსნება აბსოლუტურად განსხვავებული გალერეა კაშხალზე, სადაც წარმოდგენილი იქნება საინტერესო მხატვრის ქეთი მელქაძის მუდმივმოქმედი პერსონალური გამოფენა. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ენგურჰესზე მისული ვიზიტორები, კაშხლის, როგორც მხოლოდ საინჟინრო და მნიშვნელოვანი ენერგოობიექტით არ დაინტერესდნენ და დახვდეთ სხვა შემეცნებითი თუ კულტურული აქტივობები“,- ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.
ამასთან, ატრაქციის მახლობლად წლის ბოლოს ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნება და რაც „ენგურჰესის ატრაქციაზე“ სტუმრობას უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.