რა სიახლეს შესთავაზებს სტუმრებს Kass Land აქტიური სეზონისთვის
Kass Land • კასს ლენდი ემზადება, რომ სიახლეებით შეხვდეს აქტიურ ტურისტულ სეზონს.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს, სივრცეში სტუმრებს ელით მხიარული განწყობა, დაუვიწყარი თავგადასავლები, სრულყოფილი დასვენება და ბუნებით ტკბობის შესაძლებლობა.
„ატრაქციონების პარკში წარმოდგენილია მრავალფეროვანი გასართობი ზონა, ექსტრემალური ემოციები და კარტინგებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც განსაკუთრებულ ადრენალინს სძენს გამოცდილებას.
ახალ სეზონზე პარკი სტუმრებს სთავაზობს სიახლეს — ბატუტების პარკს, რომელიც დამატებით ენერგიასა და გართობას შემატებს სივრცეს, განსაკუთრებით ბავშვებისა და აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის.
მუდმივი განვითარება და სიახლეების დანერგვა Kass Land-ის მთავარი მიზანია. სივრცე ქმნის გარემოს, სადაც თითოეულ ვიზიტორს შეუძლია დააგროვოს მეტი ბედნიერი მოგონება და დაუვიწყარი ემოცია“, - აცხადებენ კომპანიაში.
ამ მიზნით, Kass Land მიმდინარე სეზონზეც ამზადებს განსაკუთრებულ და ხელსაყრელ შეთავაზებებს მომხმარებლებისთვის. მათ შორის იგეგმება სპეციალური შეთავაზება ქალთა დღეს, რომლის დეტალური პირობების გასაცნობად, მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ Kass Land-ს, ან გაეცნონ ინფორმაციას ოფიციალური სოციალური ქსელების საშუალებით.
Kass Land-ის მიზანია, ყოველი სტუმრობა იქცეს კიდევ ერთ ბედნიერ და დასამახსოვრებელ დღედ თითოეული ვიზიტორისთვის.
სხვა სიახლეები
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
24.10.2026.21:32
განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.
ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).
„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.
Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.
„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.