რა სიახლეს სთავაზობს ONEX-ი საკუთარ მომხმარებელს
Pinduoduo-დან ნივთების შეძენისას მომხმარებელს ჩინეთის საწყობის მისამართის შევსება აღარ სჭირდება. როგორც ONEX-ში განმარტავენ, Onex X-სა და Pinduoduo-ს პირდაპირი თანამშრომლობის შედეგად, მომხმარებელი Pinduoduo-ს აპლიკაციიდან ირჩევს Georgian Onex-ის 36 გაცემის პუნქტიდან ერთ-ერთი ან შეუძლია "სახლში მიტანის" სერვისით ისარგებლოს და ისე მიიღოს საკუთარი შეკვეთა.
ამანათი Pinduoduo-ს საწყობიდან პირდაპირ გაიგზავნება ONEX-ის ჩინეთის საწყობში, საიდანაც შემდგომ დაუყოვნებლივ იგზავნება საქართველოში.
აღსანიშნავია ისიც, რომ Onex-ის ჩინეთის საწყობი უკვე მუშაობს კვირაში 7 დღე. შეკვეთები იგზავნება კვირაში 3-ჯერ.
„მალე თქვენ შეძლებთ Pinduoduo-ს აპლიკაციის გამოყენება ქართულ ან ინგლისურ ენაზე, რაც გაგიადვილებთ ონლაინ შოპინგს“, - აღნიშნავენ ONEX-ში.
დღეისათვის თბილისის მასშტაბით ONEX-ის Locker-ებიდან ნივთების გატანა შესაძლებელია შემდეგი მისამართებიდან:
საბურთალო, თავხელიძის ქუჩა N1
ვაკე, ფალიაშვილის ქუჩა N90
ჩუღურეთი, მარჯანიშვილის ქუჩა N26
ისანი, აწყურის ქუჩა N47
ვარკეთილი, შუამთის ქუჩა N12
დიდი დიღომი მირიან მეფის ქუჩა N84
კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა საფოსტო-საკურიერო კომპანია Delivo-სთან და ამ პარტნიორობის ფარგლებში ONEX-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მთელი საქართველოს მასშტაბით ონლაინ შეკვეთები Delivo-ს სერვის ცენტრებიდან სრულიად უფასოდ გაიტანონ.
ONEX-ის მომხმარებლისთვის სერვისის შეკვეთა ძალიან მარტივია. მომხმარებელი ირჩევს Delivo-ს სასურველ/უახლოესს სერვის ცენტრს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, მთავარი ქალაქებისა და მაღალმთიანი რეგიონების ჩათვლით, შეკვეთის მიღებას კი უმოკლეს დროში შერჩეული ფილიალიდან სრულიად უფასოდ შეძლებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.