მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა სიახლეს სთავაზობს „წისქვილი ჯგუფი“ მომხმარებელს „ქართული კუთხეების ფესტივალის“ დღეებში

news image
mbc image

 

ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ მორიგი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ქვეყნის კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს.

20 მაისიდან ივლისის ბოლომდე, ყოველ მეორე შაბათ-კვირას წისქვილის ეზოში საქართველოს სხვადასხვა კუთხე – სვანეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა, რაჭა, იმერეთი და კახეთი – საკუთარ კულტურასა და გასტრონომიას წარადგენს.

„წისქვილი ჯგუფი“ 20 წელია სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული. ამჯერად კი „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ტრადიციად ქცევა დავისახეთ მიზნად. ქართველ და უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიცნონ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი და მათი ავთენტური გემოებითა და ცეკვა-სიმღერით ისიამოვნონ.

ამ დღეებში ისინი დააგემოვნებენ საქართველოს კუთხეების გამორჩეულ კერძებს, თავად ისწავლიან მათ მომზადებას და იხილავენ რეგიონების საუკეთესო წარმომადგენლებს, მათ შორის, ასწლოვან ანსამბლ „რიჰოს“ სვანეთიდან, „ელესას“ მაღალმთიანი ქედიდან, რაჭველებს, მეგრელებს, კახელებს, გურულებს და ა.შ.“, – ამბობს Business Insider Georgia- თან „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

მისი ინფორმაციით, კონკრეტული კუთხისადმი მიძღვნილ დღეებში, მენიუს ტრადიციული კერძები და დღის ღვინო დაემატება. ეზოში სპეციალურად მოეწყობა ჯიხურები, საიდანაც სხვადასხვა ხემსის თუ სასმლის შეძენა და იქვე დაგემოვნება იქნება შესაძლებელი. სურვილის შემთხვევაში, რესტორნის ტერიტორიაზე არსებული სივრცეების დაჯავშნას სტუმრები წინასწარ შეძლებენ.

ამასთან ერთად, წისქვილის სივრცეში გამოყოფილი იქნება საბავშვო ზონა, სადაც ბავშვები სხვადასხვა ტიპის აქტივობებით დაკავდებიან. ფესტივალზე თავიანთ პროდუქციას ქართული კომპანიები წარადგენენ, მათ შორის, „ბადაგი“, მეღვინეობა „ენკენი“, „ქეთო’ს“, ღვინის ბრენდი „ფესვები“ და „შუმი“.

„ძალიან გვიხარია, რომ ვუერთდებით „ქართული კუთხეების ფესტივალს“. „ფესვები“ სტუმრებს შესთავაზებს ღვინის უნიკალურ არჩევანს. ჩვენი სომელიეები სტუმრობენ საქართველოს ყველა რეგიონის მცირე მევენახეს, ქარხნებსა და მონასტრებს, რათა შეარჩიონ განსაკუთრებული და გამორჩეული არომატის და გემოვნური თვისებების მქონე სასმელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ღვინო, რომელსაც „ფესვების“ ბრენდით ვაწარმოებთ, მზადდება იმ რეგიონში, რომლისთვისაც ეს სახეობა მშობლიურია“, – აცხადებს „კანტის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, მაცაცო გორდეზიანი.

ქართული ნატურალური პროდუქციის მწარმოებელი სტარტაპის, „ქეთო’ს“ დამფუძნებელი კი აღნიშნავს, რომ ფესტივალი მისი ბრენდის წარდგენისა და სტუმრებისგან უკუკავშირის მიღების შესაძლებლობაა.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ზოგადად ჩვენნაირი სტარტაპებისთვის. ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და მის პოპულარიზაციაში. დიდი მადლობა „წისქვილი ჯგუფს“, რომ მომცა საშუალება მიმეღო მონაწილეობა ამ საოცარ ფესტივალში“, – ამბობს „ქეთო’ს“ დამფუძნებელი, ქეთი მელაძე.

ფესტივალს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მუნიციპალიტეტებიც. მასში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის, ონის, ყვარლის, თელავის, ქედის, ზუგდიდისა და მესტიის მუნიციპალიტეტები. „ქართული კუთხეების ფესტივალი“ ტრადიციად იქცევა და ყოველწლიურად, გაზაფხული-ზაფხულის სეზონს მას დავუთმობთ.

დარწმუნებული ვართ, დაინტერესება და ჩართულობა პირველივე წელს ძალიან დიდი იქნება. მომდევნო წელს კი, გვჯერა, ამ დღეებზე დასასწრებად სპეციალურად ესტუმრებიან საქართველოს ტურისტები“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ლაშა ჩხაიძე.

May be an image of slow loris and text

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა