რა სიახლეს სთავაზობს „ველეულა“ მომხმარებელს
სააღდგომოდ მომხამრებელს სიახლეს შევთავაზეთ და გასაყიდად სპეციალურ ბოქსები უკვე ჩაუშვით - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ღვინის კომპანია „ველეულას“ მენეჯერმა ნინო მღებრიშვილმა განუცხადა.
სააღდგომო ყუთის ფასი 20 ლარია, რომელშიც მოთავსებული იქნება მომხმარებლის მიერ არჩეული ღვინო, რომელზეც ყველა მსურველი 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს. სააღდგომო ყუთში მომხმარებელს დახვდება ჯეჯილი, ხელით მოხატული კერამიკის კვერცხი და ლილისის უგემრიელესი პასკა (350 გრამი),
„საახალწლოდ და შემდეგ 8 მარტისთვის გვქონდა სასაჩუქრე ბოქსები. საახალწლოდ მომხმარებელს რაჭული ლორისა და თაფლის კოლაბორაცია შევთავაზეთ, საკმაოდ მზარდი მოთხოვნა დაფიქსირდა“, - ამბობს ნინო მღებრიშვილი.
მისი თქმით, ბოქსები გაყიდვაში უკვე ჩაეშვა და ძირითადი მოტივია სააღდგომო თემატიკა.
კომპანია ,,ველეულა" ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. პროდუქცია აქტიურად გადის ექსპორტზე უამრავ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ბელორუსში.
ამჟამად კომპანიაში 10-მდე ადამიანია დასაქმებული.
როგორც ბრენდის შემქმნელები ამბობენ, კარგი ღვინის შეგროვება ხელოვნებაა! ველეულა - MADE IN RACHA, მაღალი სტანდარტით დამზადებული სასმელი!
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.