მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა ტენდენციები იყო სადაზღვევო ბაზარზე 2024 წელს და როგორია „არდის“ შეფასებები - მიხეილ ჯაფარიძის მოსაზრება

news image
mbc image

მარეგულირებელმა სადაზღვევო ბაზრის 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 259 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 307 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 127 მილიონი ლარი.
უფრო კონკრეტულად, როგორ გაიზარდა სადაზღვევო ბაზარი და რა ტენდენციები ფიქსირდება Business Insider Georgia სადაზღვევო კომპანია არდის გენერალურ დირექტორს მიშა ჯაფარიძეს ესაუბრა.

- 2024 წლის დასაწყისში რა მოლოდინები ჰქონდა სადაზღვევო ბიზნეს და რა არის ფაქტი? 

- მოლოდინი გვქონდა, რომ 2024 წელს სადაზღვევო სექტორი დაახლოებით 17-18%-ით გაიზრდებოდა და გამოქვეყნებული მაჩვენებლებითაც ზრდა 18%-ია. ასე, რომ ჩვენი მოლოდინი დაემთხვა რეალობას. ბაზრის ძირითადი სტრუქტურა და დინამიკა განსაკუთრებულად არ შეცვლილა. ვგულისხმობ იმას, რომ სამედიცინო დაზღვევა ბაზრის სტრუქტურაში ძლიერად არის წარმოდგენილი და დახლოებით 42-43%-ს იკავებს. შემდეგ მოდის ავტო დაზღვევა - 20%, ქონების დაზღვევა 11% და სიცოცხლის დაზღვევა 8%. ყველა დანარჩენი სახეობაზე დაახლოებით 20% მოდის. გეტყვით, რომ ზოგადად კომპანიების კაპიტალიც გაზრდილია ბაზრის ზრდის პარალელურად და გაზრდილია მოგებაც, თუმცა მოგების ეს ზრდა გასული წლების დაბალი მაჩვენებლების ფონზეა განსაკუთრებით საგრძნობი (ე.წ. საბაზო ეფეტი). გასული წლები იმდენად რთული იყო, რომ 2024 წელი უკეთესი გამოჩნდა 2020-2023 წლებთან შედარებით და ბევრი კომპანიის მაჩვენებლები დაუბრუნდა დადებით მაჩვენებელს, რაც ხშირ შემთხვევაში ნეგატიური იყო.

- არდის მაგალითზე, ზრდა სად დაინახეთ და თქვენი კომპანიის მაჩვენებლებს ზოგადად როგორ შეაფასებდით?

- გასულ წელს ჩვენი კომპანიის მაჩვენებლებიც საკმაოდ კარგი იყო. ბაზრის მაჩვენებლების ზრდის მსგავსად ჩვენი კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებიც გაუმჯობესდა. ბაზრის მსგავსად, ჩვენც ძირითადად სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით გვქონდა. ძირითადად, რასაც ვაკვირდებით ზრდის მეტი შესაძლებლობები არის ავტო და ქონების დაზღვევის მიმართულებით რადგან ბაზარს დაბალი მოცვა (პენეტრაცია) აქვს. მიუხედავად პოტენციალისა შარშან სულ 12,000 ავტომობილი დაემატა დაზღვეულ ავტოპარკს (ცნობისთვის 1,8 მილიონი რეგისტრირებული ავტომობილიდან 138,000-ია დაზღვეული. ანუ დაახლოებით 7%). რაც შეეხება სამედიცინო დაზღვევის მოსარგებლეთა რაოდენობა, სადაც ბაზარი უფრო გაჯერებულია, ზრდა სულ რაღაც  3% იყო, ანუ სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით პოტენციალი ბაზარს შედარებით მცირე აქვს, ვიდრე ავტო დაზღვევის მიმართულებით.

- რა ინფორმაციას ფლობს ბიზნესი, როდის მიიღება შესაბამისი კანონი, რათა ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო გახდეს და ეს ბაზარს რამდენით გაზრდის, რა მოლოდინებია?

- ამ თემაზე საუბარი არის, თუმცა რეალურად ავტო მფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა დაიწყება თუ არა წელს არ ვიცით.  იმედი გვაქვს რომ  კანონის განხილვა მიმდინარე წელს მოხდება და 2026 წლიდან შევა ძალაში. დაუზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ეს პროდუქტი ძალიან საჭიროა მოსახლეობისთვის, რადგან სოციალური ელემენტების მატარებელია, ჭირდება ქვეყნის ეკონომიკას და სადაზღვევო ინდუსტრიასაც, თუმცა რეალურად იქნება თუ არა შემოღებული ცხადია ამას დაზუსტებით ვერ გეუბნებით, არ გვაქვს ინფორმაცია.

- რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვას, სადაზღვევო ბაზარზე 2024 წლის მაგალითზე თუ შეიმჩნეოდა ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა, რა პოტენციალს ხედავთ და ზოგადად ინტერესი რამდენად არის?

- ჩვენ შემთხვევაში 2024 წელი გამორჩეული იყო, რადგან როგორც იცით 2024 წელს არდის შემთხვევაში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოს სადაზღვევო ისტორიაში, რაც ინვესტორის ინტერესზე მიუთითებს. როგორც იცით არდის ძირითადი აქციონერი ქვეყნის ყველაზე მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორი - ჯორჯია კაპიტალი გახდა. სადაზღვევო ბაზრის მიმართ ინტერესის კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებლად, ვგულისხმობ მსხვილ საერთაშორისო მოთამაშეებს, უნდა არსებობდეს შესაბამისი პოტენციალი და სტიმული. ერთ-ერთი ასეთი სტიმული არის სავალდებულო დაზღვევის სახეობები.  მიუხედავად ბაზრის არსებული 18%-იანი ზრდისა, რაც ცუდი არ არის, სადაზღვევო ინდუსტრია მაინც პატარაა თუნდაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ არის დიდი, მაგრამ რა ეკონომიკაც გვაქვს იმ ეკონომიკასთან შედარებითაც კი სადაზღვევო ინდუსტრია ჯერ-ჯერობით ძალიან პატარაა და ის მინიმუმ ორჯერ-სამჯერ დიდი უნდა იყოს. თუ ამ მიმართულებით მოხდება სადაზღვევო ინდუსტრიის ზრდა, ცხადია უკვე საერთაშორისო მოთამაშეებიც დაინტერესდებიან. ამ ეტაპზე ეს მოცემულობა გვაქვს, რომ ინდუსტრია თავისი მექანიკური შიდა სტიმულებით და ძალისხმევით იზრდება, საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე.  

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა