მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა ტიპის სასაწყობე და ინდუსტრიული შენობების მშენებლობაზეა მოთხოვნა - „ჰორიზონტი“ ბაზრის ტენდენციებზე

news image
mbc image

Horizont • ჰორიზონტი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც მასშტაბური ინდუსტრიული ობიექტების დაგეგმარებასა და მშენებლობაზე სპეციალიზდება და სადაც მთავარი კონსტრუქციული გადაწყვეტა ლითონის მასალებია. 

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „ჰორიზონტის“ დირექტორმა გიორგი ქვარცხავამ განაცხადა, „ჰორიზონტი“ 2020 წლიდან სთავაზობს ბაზარს ინდუსტრიული ნაგებობების (სასაწყობე და საწარმოო ფართები) სწრაფად და ხარისხიანად აშენებას და კომპანიის თანამედროვე მიდგომა უზრუნველყოფს შენობის გამძლეობას, უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად აჩქარებს მშენებლობის პროცესს.

მისივე თქმით, დღეისათვის „ჰორიზონტი“ აერთიანებს 50 დასრულებულ და 8 მიმდინარე პროექტს.

„ყველაზე რთულ პროექტები, რომელიც „ჰორიზონტმა“ განახორციელა გახლავთ მარტყოფის ტერიტორიაზე სასაწყობო ტერმინალი, საერთო ფართობით 8540,1 მ² და მიმდინარე ორსართულიანი საწყობის პროექტი ლილოში, საერთო ფართობით 33508,1 მ²“, - აცხადებს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი. 

„ჰორიზონტის“ დირექტორის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს როგორც ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია იზრდება, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა ლოგისტიკურ ობიექტებზე და მის მშენებლობაზე. მისივე განმარტებით, დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი A და B კატეგორიის ობიექტებზე ფიქსირდება მზარდი მოთხოვნა. 

„გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას აღებული აქვს გეზი ტვირთების სატრანზიტო გატარებაზე და მოიაზრება  როგორც ლოგისტიკური ჰაბი საერთაშორისო გადაზიდვების მარშრუტზე, მოთხოვნა ამ ეტაპისათვის გაზრდილია უფრო სასაწყობო ფართების მშენებლობაზე“, - აცხადებს  გიორგი ქვარცხავამ

აღსანიშნავია, რომ „ჰორიზონტი“ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე ახორციელებს კომპლექსურ მომსახურებას, შენობის დაპროექტებით დაწყებული მისი აშენებით დასრულებული.

სწორად დაკომპლექტებული გუნდით და ეფექტური სერვისით ჩანაფიქრიდან შესრულებამდე ერთი ნაბიჯია.

ჰორიზონტი - კომპანიის გამოცდილება თქვენი მასშტაბური იდეებისთვის! უფრო მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას 577 93 93 39.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა