რა ტიპის შეთავაზებები აქვს გალერია თბილისს 8 მარტისთვის
8 მარტის აქტივობასთან დაკავშირებით ბრენდები მაღალი პროცენტულობით ფასდაკლებებს აცხადებენ და მომხმარებლებს 50%-მდე ფასდაკლებებს სთავაზობენ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს გალერია თბილისი • Galleria Tbilisi-ში განუცხადეს.
ირკვევა, რომ გალერია თბილისში 8 მარტს შერჩეულ მაღაზიებში თიბისი განაწილებით გადახდის შემთხვევაში მომხმარებელს 30% ქეშბექი მაქსიმუმ 100 ლარის დაბრუნება შეეძლება.
ნივთის საფასურს 4 თვემდე, გაძვირების გარეშე გადაანაწილებს მომხმარებელი ეფექტური 0%-ით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://galleria.ge/en/march-8th-offer-at-galleria-tbilisi
გალერია თბილისი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელმაც გააცოცხლა ქალაქის ცენტრი და ახალი ენერგიით აავსო თბილისი.
ეს არის ყოველდღიური დანიშნულების ადგილი, სადაც ნებისმიერი წვრილმანისთვის შესაძლებელია შემოვლა - საშოპინგოდ, გასართობად, წასახემსებლად, სხვადასხვა სერვისის მისაღებად.
გალერია თბილისი საქართველოს თანაინვესტირების ერთ-ერთი პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.