რა უნდა იცოდეთ საქართველოს ბანკის AmEx ბარათზე - გაეცანით რჩევებს თუ როგორ მიიღოთ მეტი სარგებელი
თუ ეძებთ ბარათს, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს და ყოველი გადახდისას ქულების დაგროვების შესაძლებლობას მოგცემთ, მაშინ American Express (AmEx) ბარათი თქვენთვისაა.
საქართველოში AmEx-ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოს ბანკია. ის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ამ ბარათის ყველა უპირატესობა და ბენეფიტი მიიღონ.
სად და როგორ შეგიძლიათ AmEx ბარათის გამოყენება
საქართველოს ტერიტორიაზე ბარათით სარგებლობას, მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალებზე შეძლებთ. ხოლო, რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ან ონლაინ შოპინგს, ბარათის გამოყენებას ყველგან შეძლებთ, სადაც AmEx-ით გადახდა არის შესაძლებელი.
ყველა ტრანზაქციას, ქულებსა თუ გადახდის ვადებს მარტივად, მობილბანკში ნახავთ.
როგორ გამოიყენოთ AmEx-ის საკრედიტო ლიმიტი პროცენტის გარეშე
AmEx ბარათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საშეღავათო პერიოდია. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტი, ისე გამოიყენოთ, რომ პროცენტი საერთოდ არ გადაიხადოთ, თუ რამდენიმე მარტივ წესს დაიცავთ.
AmEx-ით სწორი სარგებლობის 3 ნაბიჯი
• ხარჯვის პერიოდი: გამოიყენეთ ბარათი და დახარჯეთ თანხა სურვილისამებრ;
• დაანგარიშება: თვეში ერთხელ მიიღებთ ინფორმაციას დახარჯული თანხის შესახებ;
• საშეღავათო პერიოდი: თუ დაანგარიშების თარიღიდან 25 დღის განმავლობაში მთლიანად დაფარავთ დახარჯულ თანხას, პროცენტი (ეფექტური ლარში 23.8%-დან) არ დაგერიცხებათ.
გაითვალისწინეთ,რომ საშეღავათო პერიოდი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალიანებას სრულად გაანულებთ. ნაწილობრივი დაფარვისას პროცენტი დაგერიცხებათ ათვისებული თანხის სრულ ოდენობაზე, მისი გამოყენების დღიდან.
შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის
საქართველოს ბანკი, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ AmEx ბარათის მფლობელებისთვის, ყოველთვიურად სხვადასხვა სახის შეთავაზებებს, მათ შორის ქეშბექებსა და ფასდაკლებებსა ამზადებს. ყველა აქტიურ შეთავაზებას გაეცანით ამ ბმულზე.
MR ქულები AmEx ბარათით, ნებისმიერ გადახდაზე გროვდება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ფიზიკურ მაღაზიებსა თუ ონლაინ შოპინგისას.
დაგროვებული ქულები კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი გზით: გადაიხადოთ AmEx-ის პარტნიორ ობიექტებში პარტნიორ ობიექტებში ან გადაცვალოთ PLUS ქულებში მომგებიანი კურსით: 1 MR ქულა = 3 PLUS ქულას.
ინფორმაციისთვის, AmEx Green, AmEx Gold და AmEx Platinum ბარათების მფლობელები საჩუქრად 4-წლიან სამოგზაურო დაზღვევას იღებენ. დაზღვევა ისეთ შემთხვევებს ფარავს, როგორიცაა: მოგზაურობის გაუქმება, გადაუდებელი სამედიცინო ხარჯები და ბარგის დაგვიანება.
დამატებით სასარგებლო რჩევები
AmEx ბარათის მთავარი უპირატესობა გადახდებშია. როცა ბარათით იხდით, MR ქულებს აგროვებთ.
MR ქულების დასაგროვებლად საკრედიტო ლიმიტის გამოყენება არ არის აუცილებელი. შეგიძლიათ საკუთარი ანგარიშიდან გადარიცხოთ თანხა AmEx ბარათზე და იმით ისარგებლოთ. ამ შემთხვევაში, თქვენი საკრედიტო ლიმიტი ხელუხლებელი დარჩება, MR ქულებს კი ჩვეულებრივ დააგროვებთ.
AmEx ბარათები
საქართველოს ბანკი მომხმარებლებს რამდენიმე ტიპის AmEx ბარათს სთავაზობს. ისინი ერთმანეთისგან საკრედიტო ლიმიტით, წლიური ღირებულებით, ეფექტური პროცენტით და ქულების დაგროვების პირობებით განსხვავდება. ესენია:
• American Express Blue;
• American Express Green;
• American Express Gold;
• American Express Platinum.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
გახადეთ AmEx ბარათი თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. ბარათს ძალიან მარტივად და სწრაფად, საქართველოს ბანკის მობილბანკიდან შეუკვეთავთ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.