მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა უნდა იცოდეთ, თუ თვითდასაქმებული ხართ

news image
mbc image

ყოველდღიურად არაერთი ადამიანი საკუთარი საქმიანობით იღებს შემოსავალს. დიდხანს არსებობდა განცდა, რომ თვითდასაქმებულებისთვის საბანკო სერვისებზე წვდომა რთული იყო.  თუმცა, როგორც არ უნდა იღებდეთ შემოსავალს, თუ გაქვთ მეურნეობა, ან ხართ რეპეტიტორი, ძიძა, ხელოსანი, ფრილანსერი თუ სხვა. საქართველოს ბანკი შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ  საბანკო პროდუქტებით.

ვინ არის თვითდასაქმებული ბანკისთვის?

თვითდასაქმებული გულისხმობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც საკუთარი საქმიანობით იღებს შემოსავალს (პირადი ჩარიცხვებით ან ხელზე).   მაგალითად: გაქვთ აგრო მეურნეობა, ხართ ავტოხელოსანი, მშენებელი, ძიძა, რეპეტიტორი, მძღოლი, თარჯიმანი, ფრილანსერი ან სხვა სფეროს წარმომადგენელი. ყველა საქმიანობას აქ იპოვით.

რა ტიპის საბანკო პროდუქტებზე გაქვთ წვდომა?

თვითდასაქმებულებს საქართველოს ბანკში ყველა იმ  საბანკო პროდუქტსა თუ სერვისზე აქვთწვდომა, რომელსაც ოფიციალურად დასაქმებული პირები იღებენ. მათ შორის:

  • ანგარიშის გახსნა და ბარათები - თანხის მისაღებად და გადასარიცხად, საყიდლებისთვის და ყოველდღიური ოპერაციების განსახორციელებლად;
  • მობილბანკით და ინტერნეტბანკით სარგებლობა - ფინანსების მარტივად და სწრაფად სამართავად;
  • ანაბრების გახსნა - თანხის შესანახად და სარგებლის მისაღებად;
  • საკრედიტო პროდუქტები, მათ შორის:
    • სამომხმარებლო სესხი - ნებისმიერი საჭიროებისთვის;
    • იპოთეკური სესხი - სახლის შესაძენად ან გასარემონტებლად;
    • ავტოსესხი - მანქანის შესაძენად;
    • განვადება - სასურველი ნივთის შესაძენად;
    • ნაწილ - ნაწილ გადახდა - სადაც ნივთის ღირებულება შეგიძლიათ 4 თვეზე გადაანაწილოთ ისე, რომ ნივთის ჯამური ფასი არ გაგიძვირდეთ (ეფექტური 0%);
    • საკრედიტო AmEx ბარათი  - გადახდებით შესაძლებლობა გაქვთ დააგროვოთ MR ქულები.

*გაითვალისწინეთ, რომ საბანკო პროდუქტებს შესაძლოა ჰქონდეს მომსახურების საკომისიო.

ასე, რომ თუ ხართ თვითდასაქმებული, შეგიძლიათ ყველა საბანკო პროდუქტით ისარგებლოთ, აისრულოთ სურვილები ან განავითაროთ თქვენი საქმიანობა. 

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა