მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა უნდა ვიცოდეთ ზამთრის ოლიმპიური თამაშების შესახებ? - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია

news image
mbc image

ზამთრის ოლიმპიური თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპორტული მოვლენაა მსოფლიოში. ტურნირი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ყინულსა და თოვლზე შესრულებულ სხვადასხვა სპორტულ სახეობებს აერთიანებს.

2026 წლის მოახლოებულ ოლიმპიადას მილანი და კორტინა-დ’ამპეცო (პატარა ქალაქი ჩრდ. იტალიაში) უმასპინძლებენ. ეს იქნება ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები, რომელსაც 2 ოფიციალური მასპინძელი ქალაქი ეყოლება. ტურნირი 6-22 თებერვალს გაიმართება და მასში 91 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მოკლედ ტურნირის შესახებ

ზამთრის პირველი ოლიმპიადა 1924 წელს, საფრანგეთში, მონბლანის მთის ქვეშ გაშენებულ საკურორტო ქალაქ შამონიში ჩატარდა. თავდაპირველად მას „ზამთრის სპორტის საერთაშორისო კვირეული“ ერქვა, თუმცა მოგვიანებით პირველი ოლიმპიადის სტატუსი მიენიჭა.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები გამორჩეული ესთეტიკისა და ექსტრემალური სანახაობის სინთეზია. ბობსლეისა თუ ტრამპლინიდან ხტომისას განვითარებული 130-150 კმ/სთ სიჩქარე იმდენად დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის, რომ მაყურებელი ეკრანს თვალს ვერ წყვეტს - იმის მიუხედავად, თუ რამდენად არის სპორტის ამ სახეობაში ჩართული.

სპორტსმენების უნიკალური უნარების, მათი მომზადებისა და გამძლეობის გარდა, ცალკე ყურადღების საგანია სპორტის ტექნოლოგიური მხარე, რომელიც ტურნირიდან ტურნირამდე უმჯობესდება. თხილამურების ზედაპირის დამუშავება, ციგების აეროდინამიკა ხშირად წამის მეასედებს განსაზღვრავს, რაც გამარჯვებისა თუ კრახის განმაპირობებელი ხდება. მაგალითისთვის, თხილამურის ძირზე იჭრება მიკროსკოპული ღარები, რომლებიც თოვლთან ხახუნისას წარმოქმნილ წყლის თხელ ფენას დრენაჟს უკეთებს, რაც სპორტსმენს მაქსიმალური სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევს.

სპორტის სახეობები

ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში სპორტის ახალი სახეობა, სათხილამურო ალპინიზმი დაემატება, სადაც სპორტსმენები ჯერ მთაზე ავლენ თხილამურებით, შემდეგ კი დაშვებაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. სკი-ალპინიზმში მედლები 3 დისციპლინაში გათამაშდება - ქალთა და მამაკაცთა სპრინტში, ასევე შერეულ ესტაფეტაში.

თოვლის სახეობები შემდეგია:

• სამთო თხილამურობა: დიდი სიჩქარით დაშვება მთის ციცაბო ფერდობზე. მთავარი ამოცანაა, მოთხილამურემ ბოლო წერტილამდე უმოკლეს დროში მიაღწიოს;

• ბიატლონი: უნიკალური სახეობა, რომელიც აერთიანებს თხილამურებით რბოლასა და შაშხანიდან სროლას. აცილებული ტყვია დამატებით საჯარიმო წრეებს ნიშნავს;

• თხილამურებით რბოლა: ეს არის გამძლეობის გამოცდა დიდ დისტანციებზე, სადაც მოთხილამურეები დაღმართზე კი არ ეშვებიან, არამედ საკუთარი ძალით გადაადგილდებიან სწორ ან აღმართიან რელიეფზე;

• ფრისტაილი: აკრობატული სპორტის სახეობა, რომელიც მოიცავს ნახტომებს, ჰაერში შესრულებულ ტრიუკებს და დაშვებას სპეციალურ დაბრკოლებებზე;

• ტრამპლინიდან ხტომა: სპეციალური პლატფორმიდან სწრაფი დაშვება, ნახტომი და ჰაერში ფრენა. ფასდება როგორც დაფარული მანძილი, ასევე ფრენის სტილი და დახტომის უშეცდომოდ შესრულება;

• სნოუბორდი: სნოუბორდით დაშვება, რომელიც სისწრაფეზე შეჯიბრსა და აკრობატულ ილეთებს აერთიანებს;

• ჩრდილოური ორჭიდი: ორი განსხვავებული სახეობის - ტრამპლინიდან ხტომისა და თხილამურებით რბოლის კომბინაცია;

• სათხილამურო ალპინიზმი: ამის თაობაზე უკვე მოგახსენეთ - სპორტსმენები ჯერ თხილამურებით ადიან მთის მწვერვალზე, შემდეგ კი დაბლა ეშვებიან
ყინულის სახეობები

• ფიგურული ციგურაობა: ხელოვნებისა და სპორტის სინთეზი, დაუღალავი შრომით შექმნილი ესთეტიკა ყინულზე, სადაც ქულები უშეცდომოდ შესრულებულ რთულ ნახტომებსა და ქორეოგრაფიაში იწერება;

• ყინულის ჰოკეი: გუნდური სპორტი, სადაც მოთამაშეები მოწინააღმდეგის კარში შაიბას გატანას ცდილობენ;

• კერლინგი: საქართველოში სპორტის ამ სახეობას პატივს დიდად არ სცემენ. თუმცა ფაქტი ერთია: კერლინგში წარმატება სტრატეგიულ მოქმედებას და დეტალებზე ფოკუსირებას მოითხოვს. გუნდები ქვებს სამიზნისკენ აცურებენ და შემდეგ მათ სასურველ პოზიციაში განთავსებას, ასევე მეტოქისთვის ხელის შეშლას ცდილობენ;

• ჩქაროსნული ციგურაობა: რბოლა ყინულზე დიდ ოვალურ ტრასაზე, სადაც მთავარი მაქსიმალური სისწრაფის განვითარებაა;

• შორტ-ტრეკი: ჩქაროსნული რბოლა მცირე ზომის მოედანზე, სადაც სპორტსმენები ჯგუფურად ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ციგაობა და სწრაფი დაშვება

• ბობსლეი: სპორტის ამ სახეობაში 2 ან 4 კაცის გუნდურ დაშვებას ვადევნებთ თვალს. მათი მიზანია, დახურული, აეროდინამიკური ციგით მიზანს მაქსიმალურად მცირე დროში მიაღწიონ;

• სკელეტონი: ინდივიდუალური დაშვება პატარა ციგით. სპორტსმენი მუცელზე წევს, თავი კი წინ აქვს.

• ციგაობა: დაშვება ყინულის ტრასაზე, სადაც სპორტსმენი ციგაზე ზურგით წევს.

საქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე

დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ქართველმა სპორტსმენებმა პირველად 1994 წლის ლილეჰამერის ოლიმპიადაზე იასპარეზეს. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე წარმატებული სახეობა ფიგურული ციგურაობაა.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა