რა უპირატესობა აქვს ელექტუდის სასწავლო პლატფორმას და ვის შეუძლია სარგებლობა - „თეგეტა აკადემიის“ დირექტორის განმარტება
ელექტუდის სიმულაციური სასწავლო პლატფორმაზე მუშაობა ჩვენ ორი წლის წინ დავიწყეთ USAID-ის დახმარებით. აღნიშნული პლატფორმა არის ევროპული, კონკრეტულად ნიდერლანდების, სადაც ყველაფერი ერთი სივრცის პრინციპით მოცემულია ავტოინდუსტრიის ირგვლივ, - ამის შესახებ იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან „თეგეტა აკადემიის“ დირექტორმა ოთარ სიხარულიძემ განაცხადა.
„ჩვენ გადავთარგმნეთ თითქმის სრული პლატფორმა და „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლებს და არა მხოლოდ მათ საშუალება მივეცით წვდომა ჰქონოდათ აღნიშნულ პლატფორმასთან. ელექტუდი ევროპის ყველა პროფესიულ კოლეჯში გამოყენებულია, როგორც სასწავლო ინსტრუმენტი და ეს არის დამატებითი ბენეფიტი სტუდენტისა და მასწავლებლისთვის, რადგან მას ლაივრეჟიმში შეუძლია თვალი ადევნოს სტუდენტის პროგრესს და შემდეგ შესაბამისი დასკვნები გააკეთოს. ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს პლატფორმა მხოლოდ „თეგეტა აკადემიისთვისაა“ან „თეგეტა ჰოლდინგისთვის“. უკვე 5 კოლეჯთან გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ,რომ მათ გადავცეთ ელექტუდი. ასევე ბათუმის ლოკაციაზე ელექტუდის კლასრუმის მოწყობას ვგეგმავთ, სადაც უკვე ელექტუდის სასწავლო სტენდები იქნება წარმოდგენილი და არა მხოლოდ სოფტი“, - განაცხადა „თეგეტა აკადემიის“ დირექტორმა ოთარ სიხარულიძემ.
ცნობისათვის, ელექტუდი არის სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 3 000-ზე მეტ მოდულს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის მიმართულებით. პლატფორმაზე შესაძლებელია გეიმიფიკაციით, მაღალი დონის ინტერაქციითა და სიმულაციებით ისწავლო ავტომობილის აგებულება და მუშაობის პრინციპები.
Electude-ში შესაძლებელია სასწავლო მოდულების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება მონაწილის პროფილის, გამოცდილებისა და სასწავლო მიზნების შესაბამისად.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.