მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა უპირატესობებს აერთიანებს SUPER ნაკრები საქართველოს ბანკისგან?

news image
mbc image

ყოველდღიური საბანკო მომსახურების არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რამდენად მარტივად ვასრულებთ გადარიცხვებს ან ვიხდით თანხას, არამედ ისიც, რა დამატებითი სარგებლის მიღება შეგვიძლია ამ პროცესში. განსაკუთრებით მაშინ, როცა რეგულარულად ვიყენებთ ბარათს, ვაგროვებთ ქულებს, ვსარგებლობთ ფასდაკლებებით ან ვცვლით უცხოურ ვალუტას.

საქართველოს ბანკის ახალი ნაკრები SUPER ამ ყოველდღიურ საჭიროებებს აერთიანებს და მომხმარებლებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

SUPER ნაკრები მოიცავს სუპერ PLUS Visa ბარათს, PLUS ქულების დაგროვების განსაკუთრებულ პირობებს, ვალუტის კონვერტაციის შეღავათიან კურსსა და სხვა უპირატესობებს:

მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე

SUPER ნაკრების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სუპერ PLUS Visa ბარათია, რომელიც საქართველოს ბანკმა Visa-სთან პარტნიორობით შექმნა.

ბარათით გადახდისას მომხმარებლებს PLUS ქულების დაგროვება განსაკუთრებული პირობებით შეუძლიათ:

• საქართველოს ბანკის ტერმინალებზე გადახდისას ყოველ 1 ლარზე 2.1 PLUS ქულა ირიცხება;

• სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე გადახდისას PLUS ქულები ორმაგდება. ყოველთვიურად ქულების გაორმაგების მაქსიმალური ლიმიტი 10 000 PLUS ქულაა;

• მომხმარებლებს მობილბანკიდან ყოველთვიურად შეუძლიათ სასურველი PLUS შეთავაზებების არჩევა და მათთვის საინტერესო კატეგორიებში დამატებითი ქულების დაგროვება.

• მომხმარებლებს შეუძლიათ ყოველდღე ისარგებლონ მზარდი ქეშბექ შეთავაზებებით.

ვალუტის გადაცვლა უკეთესი კურსით

თუ ხშირად გიწევთ ლარის დოლარში ან ევროში გადაცვლა, SUPER კიდევ ერთ პრაქტიკულ უპირატესობას გთავაზობთ.

ნაკრების რეზიდენტ მომხმარებლებს მობილბანკსა და ინტერნეტბანკში GEL, USD და EUR ვალუტების სტანდარტულზე უკეთესი კურსით გადაცვლა შეუძლიათ. შეთავაზება ყოველთვიურად 10 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში მოქმედებს.

მუდმივი ფასდაკლებები პარტნიორ ობიექტებში

SUPER ნაკრების მომხმარებლებს პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას მუდმივი 20%-იანი ფასდაკლება აქვთ, ხოლო კონკრეტული შეთავაზებების მიხედვით ფასდაკლება 50%-მდეც აღწევს.

სწრაფი ტრანზაქციები მობილბანკიდან

SUPER ნაკრები ყოველდღიურ საბანკო ოპერაციებსაც მოიცავს. მომხმარებლებისთვის მობილბანკიდან გადარიცხვები და გადმორიცხვები პაკეტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, მყისიერად, 24/7 რეჟიმში სრულდება.
ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც თანხის გადარიცხვა დღის ნებისმიერ მონაკვეთში სჭირდება და სურს, ოპერაცია დამატებითი ლოდინის გარეშე შესრულდეს.

SUPER ნაკრებისა და სუპერ PLUS Visa ბარათის გააქტიურება საქართველოს ბანკის სხვა არხებთან ერთად, მობილბანკიდანაც შეგიძლიათ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა