მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

რაჭული ბიომეღვინეობა „ღვინუკა“ ახალი მარნის აშენებას გეგმავს

news image
mbc image

„ღვინუკა“ რაჭაში არსებული პირველი ბიომეღვინეობაა, რომელიც რეგიონში ბიო ღვინის წარმოებას ახორციელებს და ვაზის უნიკალური ჯიშების პოპულარიზაციას აქტიურად უწყობს ხელს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელი ზუკა მაისაშვილი აცხადებს, წელს რთველი ამინდის გამო გამოწვევებით მიმდინარეობს, რაც როგორც მოსავლის რაოდენობაზე, ისე ყურძნის ხარისხზე აისახება.

„რთველი იწყება, თუმცა მოლოდინები არცთუ ისე სახარბიელოა, რადგან ამინდი არ გვიწყობს ხელს და თითქმის მუდმივად წვიმს. მოსავალი, სავარაუდოდ, შარშანდელ რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით 10-15%-ით, შესაძლოა, 20%-ითაც ნაკლები იყოს. ხარისხიც მნიშვნელოვნად გაუარესებულია. რთველი, სავარაუდოდ, 15-17 ოქტომბრისთვის გადაიწევს და თუ მანამდე მზიანი ამინდები იქნება, მდგომარეობა გარკვეულწილად გამოსწორდება. რაჭისთვის და აქ გავრცელებული ვაზის ჯიშებისთვის შაქრიანობის 19-20%-იანი მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

ჩვენთვის ეს მდგომარეობა შედარებით ნაკლებად პრობლემურია, რადგან მშრალ ღვინოებს ვაწარმოებთ და 21-22%-იანი შაქრიანობაც მისაღებია, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელია 11-11.5%-იანი ალკოჰოლის შემცველობის ღვინის მიღება. განსხვავებული ვითარებაა ნახევრად ტკბილი ღვინოების შემთხვევაში, რომელთა დასამზადებლად შაქრიანობა მინიმუმ 23-24% უნდა იყოს, სასურველია 25%-ს აღწევდეს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ახალი მარნის აშენებას ვგეგმავთ და მისი ვიზუალური პროექტიც უკვე მზად გვაქვს. ამ ეტაპზე შესაბამისი პროგრამების მოძიებასა და მათში ჩართვაზე ვმუშაობთ, პარალელურად კი ბანკებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. სავარაუდოდ, მშენებლობას გაზაფხულიდან დავიწყებთ. ახალი მარანი წარმოების მინიმუმ გაორმაგების შესაძლებლობას მოგვცემს: თუ ამჟამად წელიწადში 5 000-7 000 ბოთლის წარმოება შეგვიძლია, განახლებული ინფრასტრუქტურით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15 000 ბოთლამდე გაიზრდება“, - აცხადებს ზუკა მაისაშვილი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ალდაგი პირველი ქართული კომბინირებული ანტარქტიკული ექსპედიციის პარტნიორია

16.10.2026.12:35

სადაზღვევო კომპანია ალდაგი, კამპანიის “მიზნისკენ მშვიდი გონებით”, ფარგლებში, საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ეროვნული ინიციატივის - პირველი კომბინირებული ანტარქტიკული ექსპედიციის პარტნიორია. პლატფორმა „ცისკარის“ ფარგლებში, ანტარქტიკის ისტორიულ ექსპედიციაში სამი ქართველი პროფესიონალი გაემგზავრება. ეს არის გლობალური მასშტაბით უნიკალური მისია, რომლის ანალოგიური კომბინირებული მარშრუტი მსოფლიოში სულ 150-მდე ადამიანს აქვს შესრულებული, საქართველოსთვის კი სრულიად ახალი გამოცდილებაა.

პროექტის მიზანია საზოგადოების ყურადღება თანამედროვეობის უმთავრეს გამოწვევაზე, გარემოს ცვლილებასა და მასთან ადაპტაციისკენ მიმართოს. აღნიშნული რეგიონი, კი, დედამიწაზე მიმდინარე კლიმატური პროცესებისა და გარემოსდაცვითი ტრანსფორმაციების ეპიცენტრს წარმოადგენს და პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოს ეკოსისტემასთან და კლიმატურ ტრანსფორმაციებთან.

ალდაგისთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის, ამ ისტორიული პროექტის მხარდაჭერა კომპანიის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. აღნიშნული პარტნიორობა და კომპანიის მთავარი გზავნილი “მიზნისკენ მშვიდი გონებით”, ხაზს უსვამს ალდაგის ხედვას, რომ რისკების სწორი მართვით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებითა და საიმედო პარტნიორობით ნებისმიერი მასშტაბური მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

“ამ ისტორიული პროექტის მხარდაჭერა ჩვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ორგანული ნაწილია. გვჯერა, რომ მსგავს გლობალურ ინიციატივებში კერძო სექტორის ჩართულობას გადამწყვეტი როლი აქვს, რადგან ასეთი მასშტაბური ინიციატივების მხარდაჭერით ეყრება საფუძველი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი გამოწვევების გააზრებას და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენას. როგორც სადაზღვევო კომპანიას, მრავალწლიანი საქმიანობის გამოცდილება გვაქვს გარემოსდაცვითი რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საინფორმაციო კამპანიებში, ჩვენთვის ეს პროექტი ის ეროვნული ინიციატივაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ინდივიდუალურ დონეზეც კარგად გავიაზროთ გლობალური კლიმატური რისკები და მასთან ერთად საქართველოს ეკოლოგიური და კლიმატური გამოწვევები,“ - აცხადებენ ალდაგში;

ექსპედიცია ორი ურთულესი ამოცანის შესრულებას მოიცავს: ანტარქტიკის უმაღლეს მწვერვალ ვინსონზე ასვლას და სამხრეთ პოლუსამდე დარჩენილი 111 კილომეტრის (ე.წ. „ბოლო გრადუსის“) თხილამურებით დაფარვას. ამ ისტორიულ მისიაში განსხვავებული გამოცდილების მქონე გუნდი მონაწილეობს: ქართული ალპინიზმის ლეგენდა - ბიძინა გუჯაბიძე, გეოგრაფი, გლაციოლოგი და პროექტის იდეის ავტორი - გიორგი გოცირიძე, და დოკუმენტალისტი - ნიკა ლებანიძე, რომელიც ექსპედიციის მსვლელობას სრულად გადაიღებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა