Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-ს ერგო - გუნდის მხარდამჭერი კვლავ „თეგეტა ჰოლდინგია“
Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც„თეგეტა ჰოლდინგი“ იყო. მაო გოშაძისა და მარიამ ხოსიტაშვილის ეკიპაჟმა ამჯერადაც გამორჩეულად იასპარეზა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
პილოტმა მაო გოშაძემ სათავგადასავლო რალიში ნათლულთან, მარიამ ხოსიტაშვილთან ერთად იასპარეზა. ეკიპაჟი #52 Rally Adventure Georgia-ში უკვე მეოთხედ გამოდის, ამ შემადგენლობით კიმეორე წელია მონაწილეობს. მარიამ ხოსიტაშვილი შტურმანის პოზიციაზე პირველად შარშან გამოჩნდა.
Rally Adventure Georgia-ში წელს 14-მა ეკიპაჟმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებამ სტარტი 5 ოქტომბერს თბილისიდან აიღო და ერთ კვირას გაგრძელდა. რალის მარშრუტი ყოველწლიურად იცვლება, წელსასეთი იყო: თბილისი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, დუშეთი, უფლისციხე, ბაკურიანი, ზემოაჭარა და ბათუმი. წელს ორგანიზატორებმა შეჯიბრებაში მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანეს: სათავგადასავლო რალის თითოეული ეკიპაჟი აქამდე ორი წევრისგან შედგებოდა და მათგან ერთიან ორივე აუცილებლად ქალი უნდა ყოფილიყო. ამჯერად შეჯიბრებას მამაკაცების კატეგორიაც დაემატა რალიში მათი მონაწილეობის დიდი სურვილის გათვალისწინებით.
რკო ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.