რამდენი ადამიანია დასაქმებული სამშენებლო სექტორში
საქსტატის მონაცემებით 2022 წელს სამშენებლო სექტორში 108.6 ადამიანი იყო დასაქმებული, 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 94.4 ათასი შეადგინა.
2020 წელს სამშენებლო სექტორში დასაქმეულთა რაოდენობა, პანდემიის გავლენის გამო 85.2 ათასამდე შემცირდა. 2019 წელს სექტორში 101.4 ადამიანი მუშაობდა.
როგორ იცვლებოდა დასაქმების მაჩვენებელი სამშენებლო სექტორში - 2017-2022 წლები
2022 წელი - დასაქმებული 108.6 ათასი
2021 წელი - დასაქმებული 94.4 ათასი
2020 წელი - დასაქმებული 85.2 ათასი
2019 წელი - დასაქმებული 101.4 ათასი
2018 წელი - დასაქმებული 98.8 ათასი
2017 წელი - დასაქმებული - 84.3 ათასი
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს სამშენებლო სექტორის ბრუნვამ 10,8 მილიარდი შეადგინა. გამოშვებული პროდუქციის ღირებულებამ კი 11,9 მილიარდი ლარი.
საქსტატის მონაცემებითვე, სამშენებლო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2022 წლის მეოთხე კვარტალში 2537.7 ლარი იყო.
წინასწარი მომაცემებით 2022 წელს სამშენებლო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ $91.1 მილიონი შეადგინა.
2022 წელს წინასწარი მონაცემებით მშპ-ში მშენებლობის სექტორის წილმა 11,6% შეადგინა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.