რას აცხადებენ ბიზნესმენები პრემიერთან შეხვედრის შემდეგ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესმენების უმრავლესობა მიესალმება ქვეყანაში მეტ გამჭვირვალობას და აღნიშნავს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ბიზნესსექტორის განვითარების კუთხითაც.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას თქმით, ის არ იცნობს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შინაარსს და მას მხოლოდ კანონპროექტის სახელწოდება არ მოსწონს.
„ეს კანონი არ წამიკითხავს. მე დავაფიქსირე, რომ პრობლემა შინაარსში არ არის, რამდენადაც პრობლემა არის სახელში“, - აღნიშნავს თემურ ჭყონია.
„ის რაც დღეს ხდება, არ არის ნორმალური, თუმცაღა ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი მშვიდად იქნება“, - აღნიშნა „ლილო მოლის“ დამფუძნებელმა გიორგი კვარაცხელიამ.
„მე ვერ ვხედავ პრობლემას ვერც გამჭვირვალობაში და ვერც ღიაობაში. ბიზნესიც ღია და გამჭვირვალეა. ჩვენც ყოველწლიურად ვაბარებთ დეკლარაციას, ნებისმიერი ჩვენი ოპერაცია ღიაა“, - აღნიშნა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.