მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რას ეფუძნება ბანკების საერთაშორისო რეიტინგები და ჯილდოები - Global Finance-ის მაგალითი

news image
mbc image

ბანკების საერთაშორისო ჯილდოები აჩვენებს, რომელი ფინანსური ინსტიტუტები გამოირჩევიან ინოვაციებითა და მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურებით. მათი დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნისა და ბაზრის გამოცდილების გაცნობა და იმ მიდგომების დანახვა, რომლებიც საბანკო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ამ პროცესში კი განსაკუთრებული როლი აქვს შეფასების კრიტერიუმებსა და მეთოდოლოგიას, რომლითაც გამარჯვებულების ვინაობა დგინდება. Global Finance-ისსაბანკო ჯილდოები კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისოშეფასების მეთოდოლოგიებს.

ერთი გამოცემა, შეფასების სხვადასხვა მოდელი

Global Finance 1987 წელს დაარსებული ფინანსური გამოცემაა, რომელსაც მთელი მსოფლიოდან კითხულობენ ბანკირები, ინვესტორები, კორპორატიული ხელმძღვანელები და ფინანსური გადაწყვეტილებების მიმღებიპირები. გამოცემა ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს სხვადასხვა კატეგორიაში.

თუმცა ყველა ჯილდოს ერთნაირი მეთოდოლოგია არ აქვს. მაგალითად, მსოფლიოს საუკეთესო ბანკებისშერჩევისას Global Finance-ის რედაქტორები და დარგის სპეციალისტები ბანკების მიერ წარდგენილინფორმაციას დამოუკიდებელ კვლევასა და ბაზრის მონაწილეების შეფასებებს უთავსებენ. ციფრულიბანკების კონკურსში კი შეფასების საფუძველი კონკურსში მონაწილე ბანკების განაცხადებია, რომლებსაცსპეციალისტები განიხილავენ.

როგორ ფასდება მსოფლიოს საუკეთესო ბანკები?

Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ბანკების შეფასებისას გამოიყენება რაოდენობრივი დახარისხობრივი ფაქტორები. რაოდენობრივ მაჩვენებლებს შორისაა აქტივები, გეოგრაფიული დაფარვა, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესის განვითარება და პროდუქტებში ინოვაციები.

ამასთან, შეფასების პროცესში გათვალისწინებულია ანალიტიკოსების, საკრედიტო რეიტინგებისსპეციალისტების, საბანკო კონსულტანტებისა და სხვა დარგის წარმომადგენლების მოსაზრებებიც. გამოცემისრედაქტორები და სპეციალისტები პოტენციურ გამარჯვებულებს განსაზღვრავენ, მათ შესაფასებლადგამოცემის მიერ შემუშავებულ ალგორითმს იყენებენ. საბოლოო გადაწყვეტილებას Global Finance-ისსარედაქციო საბჭო იღებს.

ასეთი შეფასების მიზანია, გამოვლინდეს ის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც შესაბამის ბაზარზესაქმიანობის ხარისხით, შედეგებითა და კლიენტების საჭიროებებზე რეაგირებით გამოირჩევა.

ციფრული საბანკო მომსახურება - შეფასების მეთოდოლოგია

ციფრული ბანკების შეფასებისას აქცენტი განსხვავებულია. Global Finance-ის მეთოდოლოგია მოიცავსციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიას, ციფრული პროდუქტების გამოყენებისმაჩვენებლებს, მომხმარებელთა ზრდას, პროდუქტების მრავალფეროვნებას, ტექნოლოგიური ინიციატივებისხელშესახებ სარგებელსა და ვებგვერდისა და მობილური არხების დიზაინსა და ფუნქციონალს.

ამ კატეგორიაში შეფასებას Global Finance-ის პარტნიორი Infosys-ის ექსპერტები ატარებენ, საბოლოოგადაწყვეტილებას კი გამოცემის რედაქტორები იღებენ. განსხვავებით მსოფლიოს საუკეთესო ბანკებისზოგადი შერჩევისგან, ციფრული ბანკების კონკურსში მხოლოდ განაცხადის წარმომდგენი ბანკებიმონაწილეობენ.

როგორ წავიკითხოთ საერთაშორისო ჯილდო?

საერთაშორისო აღიარების შეფასებისას სასარგებლოა ოთხი შეკითხვის დასმა:

  1. რას აფასებს ჯილდო? ბანკის საერთო საქმიანობას, ფინანსურ მდგრადობას, მომხმარებლისგამოცდილებას თუ ციფრულ შესაძლებლობებს?
  2. რა მონაცემებს ეყრდნობა შერჩევა? ფინანსურ მაჩვენებლებს, ბანკების განაცხადებს, დამოუკიდებელკვლევას თუ ექსპერტულ შეფასებებს?
  3. ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას? დამოუკიდებელი სპეციალისტები, გამოცემის სარედაქციოგუნდი თუ სხვა ორგანიზაცია?
  4. რა მასშტაბისაა აღიარება? კონკრეტული ქვეყნის, რეგიონის, მომსახურების კატეგორიის თუგლობალური გამარჯვებულის სტატუსი?

ამ კითხვებზე პასუხი ჯილდოს უფრო ზუსტად ინტერპრეტაციაში გვეხმარება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა