რას ითვალისწინებს Turkish Airlines-ის სტრატეგიული განვითარების პროგრამა
Turkish Airlines-ი ფლოტის გაფართოებისთვის დამატებითი 235 თვითმფრინავის შეძენაზე Airbus-თან და Boeing-თან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ეს არის ათწლიანი განვითარების გეგმის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ფლოტის გაზრდას თითქმის 600 თვითმფრინავამდე.
როგორც განვითარების გეგმის ნაწილი, Turkish Airlines-მა ასევე გააფორმა შეთანხმება Rolls-Royce-თან Airbus A350-ების ძრავის ტექნიკური მომსახურების გაწევის შესახებ და ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს სამრეწველო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საავიაციო ინდუსტრიაში თურქეთის წარმოების შესაძლებლობებს გააძლიერებს.
გარდა ამისა, სტამბოლში გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო Turkish Airlines-ის, Airbus-ისა და Rolls-Royce-ის მიერ შექმნილი სტრატეგიული განვითარების პროგრამა (STEP). ეს პროგრამა მიზნად ისახავს ეკონომიკური ღირებულების შექმნას და თურქეთის საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის განვითარებას მომდევნო 15 წლის განმავლობაში.
იმავდროულად, Turkish Airlines-ი ხაზს უსვამს თავის დაბალანსებულ პოლიტიკას Airbus-სა და Boeing-ს შორის, რადგან ის Boeing-ისგან წარმოების პრობლემების გადაწყვეტას ელოდება. გადამზიდავი ასევე მსჯელობს Rolls-Royce-თან თურქეთში ტექნიკური, სარემონტო და მოდერნიზაციის ცენტრების შექმნის შესაძლებლობის შესახებ, რაც გააძლიერებს ადგილობრივ საავიაციო ინფრასტრუქტურას და მიწოდების ჯაჭვს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.