მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რას სთავაზობს ,,ავლინი" მომხმარებლებს და როგორია კომპანიის გეგმები

news image
mbc image

ეზოს, გარე ავეჯის მწარმოებელი კომპანია ავლინი  Avlini შვიდი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და აქტიურად სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა სიახლეს. კომპანიის საქმიანობის შესახებ, Business Insider Georgia „ავლინის“ თანადამფუძნებელს თეონა სულაშვილს ესაუბრა.

„ფაქტობრივად, ყველაფერს ვთავაზობთ მომხმარებელს, რაც მზადდება მეტალისგან და ხისგან. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიებთან. ჩვენი მომხმარებელია ონლაინ მაღაზია „ოფისელი“, სადაც არის განთავსებული ჩვენი ინვენტარი ურნების და სკამების სახით, რასაც ,გვიკვეთავენ თავიანთი მომხმარებლებისთვის.  ასევე, სალონების მომმარაგებელი ვებ გვერდი.   გარდა ამისა,  არის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ  სკვერის მოწყობის სამუშაოებს, უნდა მოასწორონ მიწა, კომუნიკაციები ჩაიყაროს და შემდეგ ზემოდან სკამები განლაგდეს. მსგავსი კომპანიებიც ჩვენი მომხმარებლები არიან და ბევრთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია მუდმივი თანამშრომლობის კუთხით. ასევე, ჩვენი მომხმარებელბი არიან სამშენებლო კომპანიები მაგალითად: ,,არქი", რომელთანაც ვითანამშრომლეთ და კვლავ ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ბევრი სხვა“, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი თეონა სულაშვილი.

კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა წინასწარ შეუკვეთონ სასურველი, ფორმის, ფერის, დიზაინის ნივთი.

„ჩვენ ვართ მთელს საქართველოში. მაგალითად, ბათუმის ბულვარში დგას ჩვენი ურნები. საქართველოს შუა გულში ვართ, შიდა ქართლში და ჩვენთვის კახეთში მივიტანთ ნაგვის ურნას თუ ბათუმში ჩავიტანთ დაახლოებით ერთი და იგივე დრო და სახსრები გვჭირდება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელვანია, რომ რაღაცნაირად მთელს საქრთველოს ვწვდებით და ალბათ ყველა კუთხეში რაღაც მაინც არის განთავსებული ჩვენი. ამასთან, უპირატესობა კიდევ ის არის რომ რაიონში მომსახურების მიღება, მუშახელის დაქირავება ბევრად უფრო იაფია ყოველთვის, ვიდრე თუნდაც თბილისში და ჩვენ რომ რაიონში შედარებით იაფად ვამზადებთ პროდუქტს და ტრანსპორტირებას ვახდენთ მთელ საქართველოში ეგ ჩვენი უპირატესობაა, იმიტომ რომ თვითღირებულება ნაკლები გვაქვს, ფასის დაწევაც შეგვიძლია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მომხმარებლისთვის ფასია. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია გამოგვიგზავნოს რაღაც ფოტო, რომელიც სადღაც მოეწონა და იმის მიხედვით ვუკეთებთ სასურველ ნივთებს. ფერი ზომა, ფაქტურა და ნებისმიერი რამ თანხმდება საწყის ეტაპზე“, - ამბობს თეონა სულაშვილი.

კომპანია მუდმივად ასორტიმენტის გაფართოებაზეა ორიენტირებული.

„ჩვენ ვართ გარე ავეჯის საწარმო. აღნიშნულ საქმიანობს ვუძღვებით მე და ჩემი მეუღლე. საქმიანობა ძალიან შემთხვევით დავიწყეთ. ჩვენს ძაღლს სახლი ავუწყვეთ, მოგვეწონა დავდეთ შემდეგ გასაყიდად.  შემდეგ სხვადასხვა პროდუქცია დავამატეთ. ეს იყო სკამები, ურნები და სხვადასხვა ნივთები. მოგვიანებით, მივიღეთ მონაწილეობა „აწარმოე საქართველოში“, სადაც გავიმარჯვეთ პირველივე ცდაზე, სრულიად გამოუცდელებმა. ინვენტარი რაც გვჭირდებოდა მაშინ ვიყიდეთ. ჩვენ იმდენად გაუცნობიერებლად დავიწყეთ წარმოება, რომ სულ გვქონდა ერთი ცალი კუთხსახეხი და ერთი ცალი სახრახნისი. სააგენტო ძალიან დაგვეხმარა იმაში, რომ რაღაცა სახე მიგვეცა ჩვენი წარმოებისთვის. მოგვიანებით უკვე მონაწილეობა მივიღეთ ავსტრიის  განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ Mercy Corps-ის  პროექტში, სადაც, ასევე გავიმარჯვეთ და აქ უკვე შარშან მოგვიტანეს თერმული ღებვის დანადგარი. ახლა უკვე გავფართვოდით. ვემსახურებით, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ კლიენტებს. ჩვენი საწარმო ქარელის რაიონში მდებარეობს და რაიონისთვის ხელმისაწვდომი გახდა თერმული ღებვის მომსახურება, რომელიც ეხლახანს დავამატეთ. განსაკუთრებული აქტიური პერიოდი ძირითადად არის მარტიდან და გრძელდება დაახლოებით ოქტომრბის ჩათვლით. ეს დანადგარი ჩვენ მივიღეთ სექტემბერში და რამდენიმე თვეა რაც გვაქვს. Mercy Corps-ის პროექტმა და მიღებულმა ცოდნამ, ტრენინგებმა და ა.შ ძალიან დიდი გავლენა იქონია კომპანიად ჩამოყალიბებაში“, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი თეონა სულაშვილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა