მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რას სთავაზობს IkoKids მომხმარებლებს და რა არის მისი კონკურენტული უპირატესობა

news image
mbc image

IkoKids  არის ქართული საბავშვო ბრენდი, რომელიც 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ეკო მეგობრულ, ხელნაკეთ, განმავითარებელ სათამაშოებს და ოთახის უნიკალურ დეკორაციებს. კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia IkoKids -ის დამფუძნებელს ია შენგელიას ესაუბრა.

„ჩვენ 2019 წლიდან ვართ ბაზარზე. გვაქვს საბავშვო პროდუქცია ხელნაკეთი, რომელსაც ბუნებრივი ტექსტილით ვამზადებთ. ასორტიმენტის თვალსაზრისით, გვაქვს ხელნაკეთი განმავითარებელი სათამაშოები. ძირითდი პროდუქტი არის ჩვენი საბავშვო კარვები და თოჯინების თეატრები, თუმცა გვაქვს, ასევე რბილი სათამაშოები და ოთახის დეკორაციები, რომელიც ბოლო წელია რაც დავამატეთ და ნელ-ნელა ვამრავალფეროვნებთ პროდუქციას პერიოდულად“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ია შენგელია.

კომპანიისთვის სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობაა დამახასიათებელი.

„ჩვენ გამოვირჩევით ეკო მეგობრული სათამაშოების მრავალფეროვანი ასორტიმენტით და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომით, მათი ინტერესების გათვალისწინებით. ასევე, ჩვენი პრიორიტეტია პროდუქციის  განსახვებული დიზაინით დამზადება“, - აღნიშნავს ია შენგელია.

კომპანია აქტიურად გეგმავს ასორტიმენტის ზრდას, რადგან მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ მზარდია და ასევე სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობის მიღებას.

„მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა არის მზარდი, თუნდაც იქედან გამომდინარე რომ მეექვსე წელია რაც ბაზარზე ვართ და მომხმარებელი რომ არ იყოს დაინტერესებული ცხადია  ჩვენც გაგვიჭირდებოდა ბაზარზე ყოფნა. რა თქმა უნდა მათი მოთხოვნიდან გამომდინარეა ზუსტად ისიც, რომ ჩვენ შეგვიძლია პროდუქცია მრავალფეროვანი გავხადოთ. კიდევ უფრო მეტად ვაპირებთ ასორტიმენტის ზრდას.  პირდაპირი ექსპორტი განვახორციელეთ საბერძნეთში. ვგეგმავთ, გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღებას. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ პროექტში ვართ ჩართულები თუ როგორ გავაკეთოთ ოპერირება უცხოურ ბაზარზე და როგორ წარვადგინოთ ჩვენი კომპანია. ზაფხულისთვის გვაქვს დაგეგმილი გამოფენაში მონაწილეობა“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ია შენგელია.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა