მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რას სთავაზობს LoveStars მომხმარებელს და როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები

news image
mbc image

LoveStars არის ქართული ბრენდი, რომლის ისტორია 2019 წლიდან იწყება. კონცეფცია სიმარტივისა და ჰარმონიულობის ერთობლიობას გულისხმობს, რომლის მეშვეობითაც  LoveStars მომხმარებელს პრაქტიკულ და გამორჩეული დიზაინის კოლექციებს სთავაზობს. როგორც ბრენდის თანადამფუძნებელმა სალი სულთანიშვილმა Business Insider Georgia -ს განუცხადა ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. 

 

„ჩვენ ვქმნით ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სხვადასხვა აქსესუარს, როგორიც არის კოსმეტიკისა და ლეპოტოპის ჩანთა. ჩვენი კოლექციები იცვლება სეზონის მიხედვით შესაბამისად ასორტიმენტიც “, - აცხადებს ბრენდის თანადამფუძნებელი სალი სულთანიშვილი.

 

ბრენდის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა მუდამ მზარია, რასაც ასორტიმენტის მრავალფეროვნება განაპირობებს.

 

„დაახლოებით, 5 წელია რაც ქართულ ბაზარზე აქტიურად ვოპერირებთ და მოთხოვნა ჩვენს ბრენდზე დროსთან ერთად სულ იზრდება. გვყავს ერთგული მომხმარებლები, რომლებიც ბრენდის დაარსებიდან დღემდე ჩვენს აქტიურ მომხარებლებად რჩებიან. ვფიქრობთ ამ ყველაფერს განაპირობებს ის რომ ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი მომხარებლის აზრს, ასევე მუდმივად ვცდილობთ რომ პროდუქცია მრავალფეროვანი და განსხვავებული იყოს “, - ამბობს ბრენდის ბრენდის თანადამფუძნებელი სალი სულთანიშვილი.

 

ბრენდის მთავარი კონკურენტული უპირატესობა პროდუქციის საავტორო პრინტების გამოყენებით შექმნა და მაღალი ხარისხია. 

 

„ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის ხარისხი და საავტორო პრინტები. ვფიქრობთ ამით ყოველთვის გამოგვარჩევს მომხარებელი “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი სალი სულთანიშვილი.

 

LoveStars - ის სამომავლო გეგმები საკმაოდ მრავალფეროვანია. იგეგმება, როგორც ასორტიმენტის, ასევე საექსპორტო ბაზრების გაფართოება.

 

„სამომავლოდ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი ბრენდი უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი, როგორც ქართულ ასევე უცხოურ ბაზარზე.  LoveStars შესაძლოა სხვა მიმართულებითაც განვითარდეს და არსებულ კოლექციას დაემატოს, როგორც მამაკაცის, ასევე ბავშვის ხაზი და სახლის დეკორის აქსესუარები ჩვენი პატერნებით “, - განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი სალი სულთანიშვილი.

 

ცნობისთვის, LoveStars-ის მაღაზია მდებარეობს თბილისში, მისამართზე: დიმიტრი ბაქრაძის ქუჩა N22. მაღაზია ღიაა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-დან 19:00 საათამდე .

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა