რას სთავაზობს TTE ROOMS მომხმარებლებს და როგორია კომპანიის განვითარების კონცეფცია - ინტერვიუ დამფუძნებელთან
TTE ROOMS ეს არის უნიკალური სათამაშო სივრცე, რომლის ისტორიაც 2021 წლიდან იწყება. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ბევრი ერთგული მომხმარებელი შეიძინა. მეტი დეტალის გასაგებად, Business Insider Georgia დამფუძნებელს ემილ სარქისიანს ესაუბრა. მისი თქმით, თამაშში მონაწილეობის მიღება როგორც მოზარდებს, ასევე უფროსი ასაკის ადამიანებსაც შეუძლიათ. თამაშის კონცეფცია, დეკორაციები და სცენარი კი სრულად ემილის მიერ არის შემუშავებული.
„TTE ROOMS არის უნიკალური სათამაშო სივრცე, რომელიც ნულიდან შეიქმნა და არ წარმოადგენს ფრანჩაიზს. მუშაობა დავიწყეთ 2021 წლის თებერვალში და უკვე 4 წელია, რაც ვახარებთ თავსატეხებისა და თავგადასავლების მოყვარულ ადამიანებს. არსებული სხვა მსგავსი კომპანიებისგან განსხვავებით, ჩვენი თამაში სრულიად უნიკალურია. თამაშის კონცეფცია, დეკორაციები და სცენარი სრულად ჩემს მიერ არის შექმნილი. თამაშში მონაწილეობის მიღება როგორც მოზარდებს, ასევე უფროსი ასაკის მოთამაშეებსაც შეუძლიათ. მოთამაშეებს ეძლევათ 1 საათი და 30 წუთი სხვადასხვა ლოგიკური დავალებებისა და თავსატეხების შესასრულებლად. ვღებულობთ, როგორც ინდივიდუალურ ჯგუფებს, ასევე კორპორატიულ ჯავშნებს - სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებს, რომლთაც ჩვენი აქტივობა ყოველდღიური რუტინული საქმიანობისგან თავის დაღწევაში და განტვირთვაში ეხმარებათ. თამაშის თემატიკა არის ძარცვა საშინელებათა ჟანრის ელემენტებით. ლეგენდის თანახმად, მონაწილეები არიან მძარცველების როლში და შედიან მისტიურ სახლში, სადაც უწევთ დამალული 50 კილოგრამი ოქროს პოვნა. თუმცა, სახლი მხოლოდ სიმდიდრეს არ მალავს - მასში მოთამაშეებს ხვდებათ მოულოდნელი საშიში სიტუაციები და დაბრკოლებები. თბილისში ESCAPE ROOM თამაშები ჯერ ფართოდ გავრცელებული არ არის, თუმცა ჩვენმა პროექტმა უკვე მიიქცია ბევრი მოთამაშის ყურადღება “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ემილ სარქისიანი.
თამაშების მიმართ ინტერესი და მოთხოვნა მზარდია გასულ წელთან შედარებით, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან.
„დღესდღეობით, ჩვენს თამაშზე მოთხოვნა შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურია. თუ 2024 წლის ზაფხულ-შემოდგომის პერიოდს გადავხედავთ, 2023 წელთან შედარებით, აქტიური მუშაობის შედეგად გაყიდვები 100%-ით გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯავშნები 2024 წელს გაორმაგდა. იმედი გვაქვს, რომ წელსაც შევძლებთ გაყიდვების დასტაბილურებას, რადგან გაზაფხულისა და თბილი ამინდების დადგომასთან ერთად, აქტიურდება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა სხვადასხვა აქტივობებზე და იზრდება ტურისტული ნაკადიც. ამ ეტაპზე, მარტის და აპრილის თვეებში ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას და უკვე ვღებულობთ წინასწარ ჯავშნებს უცხოელი სტუმრებისგან. აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართელოს ბანკთან და ხშირად ვთავაზობთ სხვადასხვა სტუდენტურ ფასდაკლებებს , CASHBACK და PLUS ქულების აქციებს ბანკის ციფრული არხების გამოყენებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გაყიდვებს და ჩვენი კომპანიის ცნობადობას. ჩვენი სტუმრების დაახლოებით 50% ადგილობრივი მცხოვრებია, ხოლო 50% ტურისტები, რაც იმას ნიშნავს, რომ TTE ROOMS-ი პოპულარული და საინტერესო ადგილია არამხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ უცხოელი სტუმრებისთვისაც “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ემილ სარქისიანი.
კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნიკალურობაა. იქედან გამომდინარე, რომ თითოეული დავალება, თავსატეხი და ა.შ ინდივიდუალურად არის შექმნილი.
„ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის უნიკალურობა. სხვა ქვესთ-ოთახებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად ფრენჩაიზით იქმნება, TTE ROOMS სრულიად უნიკალური თამაშია. ყველა თავსატეხი, დავალება, მექანიზმი და დეკორაციები ჩვენ თავად შევქმენით, ამიტომ ჩვენი სტუმრები სრულიად ახალ გამოწვევებს ხვდებიან, რომლებსაც სხვაგან ვერ შეხვდებიან. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სათამაშო სივრცის გარემო. უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ სათამაშო სივრცის რეალისტურობას და ვცდილობთ, რომ ჩვენს სივრცეში ნაკლებად იყოს წარმოდგენილი ხელოვნური ელემენტები. სათამაშო სივრცეში არ არის ხელოვნური დეკორაციები ან ხელოვნური სათამაშო რეკვიზიტები. ყველაფერი, რაც კი წარმოდგენილია - ყველაფერი ნამდვილია. მნიშვნელოვან ყურადღებას ვაქცევთ სტუმრებთან ურთიერთობას და მომსახურებას. ჩვენი თამაში ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოელი სტუმრებისვთის ქართული ენის არ ცოდნა არ წარმოადგენს პრობლემას. თამაშის ინსტრუქციები და სათამაშო პროცესი ისეა ორგანიზებული, რომ უცხოელი სტუმრები კომფორტულად გრძნობდნენ თავს ისევე, როგორც ადგილობრივები. გარდა ამისა, მუდმივად ვმუშაობთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ვიცით, რომ ადამიანები ჩვენთან მხოლოდ დროის გასატარებლად არ მოდიან - ისინი ეძებენ ემოციებს, ადრენალინს და დაუვიწყარ გამოცდილებებს. სწორედ ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყოველი ვიზიტი TTE ROOMS-ში მხოლოდ დადებითი ემოციებით მუხტავდეს ადამიანებს. ამის დასტური კი ჩვენი სტუმრების შფასებებია. Google-ის შეფასებებით ამ ეტაპზე გვაქვს 246 სტუმრის შეფასება და საშუალო ქულა 4.9/5 https://g.co/kgs/SQkGptQ“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი ემილ სარქისიანი.
კომპანია აქტიურად მუშაობს სხვადასხვა პროექტზე, რომელსაც შესთავაზებს ადგილზე მისულ სტუმარს. გარდა ამისა აქტიურად იგეგემბა გასართობი ოთახების გახსნა.
„აქტიურად ვმუშაობთ გაფართოებაზე და ვამზადებთ ახალ, საინტერესო პროექტებს ჩვენი სტუმრებისთის. უკვე გვაქვს შემუშავებული სცენარები, მომზადებულია თამაშის დავალებები და დეკორაციების ნაწილი ახალი თამაშებისთვის. ჩვენი გეგმაა, უახლოეს პერიოდში ახალი გასართობი ოთახების გახსნა, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ გაყიდვები და ერთდროულად მეტი სტუმარი მივიღოთ. გარდა ამისა, ვგეგმავთ ტურისტული მიმართულებით აქტიურ განვითარებას. უკვე ვმუშაობთ პარტნიორობაზე ტურისტულ კომპანიებთან, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი უცხოელი სტუმარი მოვიზიდოთ და ჩვენი სივრცე საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის თავგადასავლების ნაწილად ვაქციოთ. ამასთან, განიხილება OUTDOOR, ანუ გარე სივრცეში თამაშის ორგანიზების საკითხებიც, განსაკუთრებით უცხოელი სტუმრებისთვის, საზაფხულო პერიოდში. TTE ROOMS-ი არ ჩერდება. ჩვენ ვვითარდებით, ვქმნით ახალ პროექტებს და ახალ თავაგადასვლებს, რათა ჩვენს სტუმრებს დაუვიწყარი მოგონებები ვაჩუქოთ “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ემილ სარქისიანი.
ცნობისთვის, ESCAPE ROOM- გაქცევის ოთახი, ბევრისთვის ცნობილი, როგორც FORT BOYARD თამაში, მდებარეობს თბილისში, ანდრია ბენაშვილის ქუჩაზე. TTE Rooms - ადგილი, სადაც რეალობა და თამაში ერთიანდება, რათა შეიქმნას დაუვიწყარი თავგადასავალი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.