მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რას უკავშირებენ იმპორტიორები პროდუქტებზე მაღალ ფასნამატს - ივა ჭყონია

news image
mbc image

მას შემდეგ, რაც პროდუქტებზე მაღალი ფასნამატის გამო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესი მწვავედ გააკრიტიკა, იმპორტიორები გაძვირების გამომწვევ მიზეზებზე უფრო თამამად ალაპარაკდნენ.

„დისტრიბუტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ივა ჭყონიას შეფასებით, მაღალი ფასნამატის მიზეზი რითეილ ბაზრის გაზრდილი მოთხოვნაა, რასაც რამდენიმე ფაქტორი დაემატა, მათ შორის გაზრდილი გადასახადები და ქეშბექი, რომელსაც მსხვილი სავაჭრო ქსელები დისტრიბუციას უწესებენ.

„მაღალი ფასების გამომწვევს ფაქტორებზე ჩვენ პრემიერ-მინისტრთა გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ. საკმაოდ კარგი, კონსტრუქციული და ღია საუბარი შედგა, სადაც განვმარტეთ, თუ რისგან შედგება ფასნამატი.

შემიძლია გითხრათ, რომ მთავარი მიზეზი რითეილ ბაზრის გაზრდილი მოთხოვნაა.

მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის ცხადი იყო, თუ რატომ სჭირდება მაღალი ფასნამატი კომპანიებს ამა თუ იმ პროდუქტზე თუნდაც იმ პირველადი მოხმარების, რომელიც ძირითადად ბრენდირებულია.

ასაწონი პროდუქცია, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე იყიდება, ისედაც დაბალი ფასით არის წარმოდგენილი, 3-7%-ის ფარგლებში მერყეობს ფასნამატი, რასაც ბრენდირებულ პროდუქციაზე ვერ ვიტყვით.

თუკი შეიძლება სადმე ასაწონი შაქარი 2,50 ლარად შეიძინო, იგივე პროდუქტი, დაფასოებული სახით, დახლებზე 3,50-4 ლარი ღირს. ამას განაპირობებს ასევე მაღალი გადასახადები, ქეშბექი, დაგვიანებული გადახდები, რომელსაც რეალიზებულ პროდუქციაზე 45-65 დღის განმავლობაში გვიხდიან, ბევრი ფაქტორია, რომელიც პროდუქტზე მაღალ ფასნამატს იწვევს“, - განმარტავს ივა ჭყონია Business Insider Georgia- სთან.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბაზარზე მაღალი ფასების გამომწვევ გარემოებებს შეისწავლის.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ფასების ზრდას სურსათის იმპორტიორების და კერძო ბიზნესის პასუხისმგებლობად განიხილავს.

პრემიერის განცხადებით, შეისწავლა, რომ  მოსახლეობამდე პროდუქტები თითქმის 100%-იანი ფასნამატით მიდის, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„საქსტატის“ თანახმად, ფასის ზრდა 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტსა და სერვისს შეეხო. რაც შეეხება ინფლაციას, 2023 წლის იანვარში  წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა. ყველაზე მეტად მოსახლეობას პური და ბოსტნეული გაუძვირდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა