რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ჯანსაღი კვებითი ჩვევები, როგორ მოვიქცეთ, თუ ის კონკრეტულ საკვებზე უარს ამბობს და რა გავლენა აქვს კვების დროს ეკრანის გამოყენებას მის ქცევაზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მშობლებს ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr. Nutrition, ესაუბრება.
შეხვედრა 15 ნოემბერს, 12:00 საათზე, Republic Event Hall-ში (რესპუბლიკის მოედანი 6) გაიმართება.
ღონისძიება Nutrition Academy of Georgia-ს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტარდება. დასწრება თავისუფალია და ის 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის არის განკუთვნილი.
შეხვედრის მთავარი თემა ბავშვებში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება იქნება. თორნიკე მშობლებს გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს და ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბავშვის კვების რაციონი და მისი საჭიროებები, ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელობა, ტკბილეულის გავლენა კვებით ჩვევებზე, საკვების ჯილდოდ გამოყენება და სადილის დროს ეკრანის მოხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშობლების როლს ბავშვის კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში. შეხვედრის მონაწილეები ასევე შეძლებენ, ნუტრიციოლოგს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან და კონკრეტულ საკითხებზე პასუხები მიიღონ.
ინფორმაციისთვის თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr.Nutrition პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი და Nutrition Academy of Georgia-ს დამფუძნებელია.
შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ფორმაში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიუთითონ კითხვა ბავშვის კვებასთან დაკავშირებით, რომელსაც თორნიკე ენუქიძე შეხვედრისთვის წინასწარ მოამზადებს.
რეგისტრაცია შესაძლებელია
სხვა სიახლეები
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
12.11.2026.18:02
საქართველოს ბანკის მთავარი ფილოსოფია - „არ გაჩერდე“ - ეფუძნება რწმენას, რომ თითოეულ ადამიანს გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე დღეს წარმოუდგენია. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, ჰქონდეს შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარი უნარები, განავითაროს ისინი და გადადგას ნაბიჯები ახალი მიზნებისკენ.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შესაბამისად, ბანკისთვის „არ გაჩერდე“ მხოლოდ გზავნილი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც მის საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს.
ამ ხედვის ნაწილია სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში; სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ეროვნული ოლიმპიური ნაკრების, საფეხბურთო ნაკრების და საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.
ამასთან, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს თვითგამოხატვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სივრცეს უქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.
თითოეული ეს ინიციატივა ერთი საერთო მიზნის ნაწილია - ადამიანებს ჰქონდეთ მეტი რესურსი, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ და მიაღწიონ იმას, რაც შესაძლოა, აქამდე მიუღწევლად მიაჩნდათ.
სწორედ ამიტომ, „არ გაჩერდე“ ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი, გაბედოს მეტი და მიაღწიოს მეტს.
არ გაჩერების ისტორიების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს argacherde