მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რატომ არის მნიშვნელოვანი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის SOLVENCY II სტანდარტის დანერგვა - გიორგი ბარათაშვილის განმარტება

news image
mbc image

ბაზრის ზრდას ინვესტიციების გააქტიურებაც მოჰყვება, თუმცა იმისათვის, რომ ჩვენ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ გვჭირდება SOLVENCY II სტანდარტის დანერგვა, რომელიც გამჭვირვალობისა და რეგულირების უმაღლესი სტანდარტია მსოფლიოში, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი. მისივე თქმით, დღეისათვის ინდუსტრია SOLVENCY I- ეტაპზეა.

„SOLVENCY II-ის დანერგვა კი სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, საქართველოში არ მოქმედებს დაზღვევის სავალდებულო სახეობები, რაც ევროპაში, აშშ-ში, აზიის ბევრ ქვეყანაში და პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში მრავალი წელია არსებობს. ერთ-ერთი წინაპირობა განვითარებისთვის, რომელსაც ჩვენ ველოდებით, არის მესამე პირის წინაშე მძღოლების პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედება. კანონპროექტი უკვე დამუშავებულია მთავრობის მიერ და ჩვენ ველოდებით საკანონმდებლო დონეზე მის დამტკიცებას. ეს იქნება ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად გაიზრდება საცალო ბაზარი უახლოეს წლებში. ამის შემდეგ ვფიქრობთ, რომ უფრო დაზღვევის სფეროში მეტი საერთაშორისო ინვესტორი შემოვა. ზოგადად ბაზრის ზრდა ამ ორ ფაქტორზეა დამოკიდებული - რეგულირების გამკაცრება, რომელშიც ვგულისხმობ SOLVENCY II-ის სტანდარტზე გადასვლას და მეორე, დაზღვევის სავალდებულო კატეგორიის შემოღება, ანუ მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონის მიღება.

სადაზღვევო ინდუსტრია წელს გადავიდა დაბეგვრის ე.წ. ესტონურ მოდელზე, რაც დიდი ხელშეწყობა იყო ინდუსტრიისთვის და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ სადაზღვევო სექტორი დაბეგვრის ამ რეჟიმში მოექცა“, - აცხადებს სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორი.

გიორგი ბარათაშვილი დარწმუნებულია, რომ როგორც კი ბაზარი განვითარებას დაიწყებს და SOLVENCY II-ი დაინერგება, ამას მოჰყვება კომპანიების კონსოლიდირება და „მივიღებთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტებს დაზღვევის სფეროში“.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა