მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რატომ დააჯარიმა სებ-მა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი "ფასტფეი"

news image
mbc image

სებ-მა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი "ფასტფეი" 42 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მარეგულირებლის მიერ ხუთი დარღვევის დაფიქსირება მოხდა. 

„განხორციელდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „ფასტფეი“-ს (ს/ნ 405273289) დაჯარიმება 42,000 ლარის ოდენობით, კერძოდ:

1. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) შემთხვევის გამო;

2. 2 კლიენტთან მიმართებით კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის არ ქონის გამო;

3. 4 შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან განხორციელდა „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 მარტის №43/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (კერძოდ 2022 წლის პირველი და მეორე და 2023 წლის პირველი და მეორე ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა;

4. 2 შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან გამოვლინდა ადგილზე შემოწმების შედეგად პროვაიდერისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.

5. 1 შემთხვევაში გამოვლინდა პროვაიდერში პროგრამული სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევა“, - აღნიშნულია სებ-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია FASTPAY საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია, რომელიც დაარსდა 2018 წელს. ელექტრონული საფულე FASTPAY საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს ერთიანი ანგარიშსწორების უნივერსალურ სისტემას, რომლითაც ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირი სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელებს ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს. ეროვნული ბანკი არ არის პასუხისმგებელი ფასტფეის ქმედებებზე.

კომპანიის მისიაა, დანერგოს ფულის ელექტრონულად მართვის თანამედროვე ტენდენციები საქართველოში და გაუადვილოს საკუთარ მომხმარებელს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები. ელექტრონული საფულე ორიენტირებულია, როგორც საკუთარი სერვისების მოხმარების სიმარტივეზე, ასევე ანგარიშსწორების უსაფრთხოებაზე, რაც მისი მომხმარებლებისათვის დამატებით ღირებულებას წარმოადგენს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა