მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რატომ დაინტერესდა მსოფლიოს წამყვანი წყალმომარაგების კომპანია საქართველოში ინვესტირებით - Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი

news image
mbc image

Aqualia-სთვის ისეთი დინამიკური ქვეყანა, როგორიც საქართველოა ინვესტირების მხრივ დიდი ხნის განმავლობში იყო საინტერესო. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა, კერძოდ -  საქართველოს ძალისხმევა, გახდეს ევროკავშირის ნაწილი და წევრი ქვეყანა;  საქართველოს ეკონომიკის ბაზარზე ბიზნესის წარმოებისა და ინვესტირების სიმარტივე და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კომუნალური მომსახურების სექტორი სისტემურად  განვითარებულია, რაც ინვესტირებისთვის დამატებით სტაბილურ გარემოს ქმნის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით ყველა რეგულაცია თანხვედრაშია ევროკავშირის რეგულაციებთან.

რაც შეეხება თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების ამჟამინდელ მდგომარეობას და Aqualia-ს სამომავლო გეგმებს, მთავარი გამოწვევა აღნიშნული ქალაქების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ხანდაზმულობაა, რაც შესაბამისად საჭიროებს განახლებასა და გაუმჯობესებას.  ჩვენი მიზანია სისტემის გაუმჯობესების მიზნით მოკლე დროში მაქსიმალურად ეფექტური ნაბიჯები  გადავდგათ და  ამისთვის მზად ვართ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელოთ.

თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების ქსელის ჯამური სიგრძე 7,000 კილომეტრია და ქსელის დიდი ნაწილი ამორტიზებულია.  ვიცით, რომ  ჩვენ აბონენტებს ხშირად ექმნებათ დისკომფორტი ქსელების დაზიანებით გამოწვეული წყალმომარაგების შეზღუდვვის გამო. ჩვენი მთავარი  გეგმაა ინციდენტების რაოდენობის შემცირება და წყალმოარაგების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ  ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, საჭიროა წყალმომარაგების ტარიფების დარეგულირება, ისე, რომ სასმელი წყლის ღირებულება მოსახლეობისთვის მისაღები იყოს და პარალელურად წყალმომარაგების სექტორში გაწეული ხარჯების კომპენსირება შევძლოთ.

მომდევნო წლებში მეტად ეფექტური ცვლილებების განსახორციელებლად მეტი ძალისხმევა და ინვესტიცია არის საჭირო. მომავალი სამი წლის განმავლობაში, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სექტორში 400 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. გასათვალისწინებელია, ის რომ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ქალაქის განაშენიანების გეგმასთან თანხვედრაში განვითარდეს, რათა თბილისს, რუსთავსა და მცხეთას ჰქონდეს ევროპული ქალაქების მსგავსი  წყალმომარაგების სერვისი.

Aqualia-ს საქართველოში გრძელვადიანი გეგმები აქვს. მას შემდეგ რაც მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ   თბილისის რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებას საქართველოს სხვა ქალაქებშიც განვიხილავთ ოპერირებას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა