რატომ გაძვირდა მშენებარე ბინები - „მწვანე სახლი დეველოპმენტის“ შეფასება
მშენებლობის ფასი მკვეთრადაა გაძვირებული,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სამშენებლო კომპანია „მწვანე სახლი დეველოპმენტში“ განუცხადეს, რომელიც ამ დროისათვის საცხოვრებელ სახლს ვაზისუბანში (თეოფანე დავითაიას #16) აშენებს.
კომპანიაში სამშებენლო ფასების ზრდის სამ ფაქტორს ასახელებენ და განმარტავენ, რომ ერთი წლის განმავლობაში 35%-იან ზრდას აჩვენებს.
„პირველი - სამშენებლო რეგულაციები გამკაცრდა, მეორე - სამშენებლო მასალები გაძვირდა და მესამე - მოთხოვნაც იზრდება. აქედან გამომდინარე ფასი წინა წელთან შედარებით 35%-ითაა გაზრდილი.
ჩვენს მაგალითზე, მოთხოვნის ზრდა მინიმუმ 30%-ის დონეზეა. მიმდინარე პროექტში ბინების 30%-ი უკვე გაყიდულია.
ჩვენი მომხმარებლები არიან საქართველოს მოქალაქეები, რადგანაც ეს ისეთი სეგმენტია, რომ ჩვენთან ძირითადად ქართველები ყიდულობენ - აცხადებენ „მწვანე სახლი დეველოპმენტში“.
სამშენებლო კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ მუშა-ხელის პრობლემა არ აქვთ და სამუშაოებს საკმაოდ გამოცდილი კადრებით ახორციელებენ.
„დასაქმების მხრივ მუშახელის დეფიციტს არ განვიცდით, რადგანაც დიდი ხანია ერთი და იგივე ადამიანებთან ვთანამშრომლობთ. იმისათვის, რომ არსებული გამოცდილი კადრები შევინარჩუნოთ გარდა იმისა, რომ ინტენსიურად ვცდილობთ ანაზღურების გაზრდას, ვახდენთ მათი საცხოვრებელი ფართით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.
„მწვანე სახლი დეველოპმენტში“ მომავალ პროექტზეც საუბრობენ და განმარტავენ, რომ მორიგ საცხოვრებელ კორპუსს უკვე მუხიანში ააშენებენ, სადაც კომპანიას შესაბამისი მიწა უკვე აქვს.
„ბაზრის კვლევა საფასო ნაწილში უკვე გაკეთებული გაქვს და 1 კვ/მ-ის ფასი დაახლოებით 1000 -დან 1200 დოლარამდე იქნება“, - აცხადებენ კომპანიაში.
„მწვანე სახლი დეველოპმენტი“ ამ დროისათვის ვაზისუბანში 12 სართულიან კორპუსს აშენებს. აქედან პირველი სართულია კომერციული, ხოლო დანარჩენი 11 სართული არის საცხოვრებელი. რაც შეეხება 1 კვ/მ-ის ფასს, ის 850 დოლარიდან 970 დოლარამდე მერყეობს.
პროექტი 2024 წლის დეკემბერში დასრულდება და მომხმარებლებს ფართები მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაბარდებათ. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კომპანია
„მწვანე სახლი დეველოპმენტი“ ბაზარზეა უკვე 7 წელია ოპერირებს და მისი პორტფელი 8 დასრულებულ და 1 მიმდინარე პროექტს აერთიანებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.