რატომ სჭირდება თანამედროვე კომპანიას Environmental Manager ან ESG Manager l ინტერვიუ Green steps - ის აღმასრულებელ დირექტორთან
Green Steps • გრინ სთეფს - გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესს გარემოს დაცვის მიმართულებით სრულფასოვან მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ქრისტინა კოროშინაძე, Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში კომპანიებში Environmental Manager-ისა და ESG Manager-ის როლსა და საჭიროებაზე საუბრობს.
რა შეგიძლიათ გვითხრათ ზოგადად ბიზნესში გარემოსდაცვითი მენეჯერისა და ESG მენეჯერის როლზე?
დღეს ბიზნესგარემო სწრაფად იცვლება და კომპანიებისთვის წარმატება მხოლოდ გაყიდვებით ან ფინანსური შედეგებით აღარ იზომება. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რამდენად პასუხისმგებლიანად მართავს კომპანია გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე კომპანიებისთვის აქტუალური გახდა ისეთი პოზიციები, როგორიცაა გარემოსდაცვითი მმართველი და ESG მენეჯერი.
ბევრი ფიქრობს, რომ გარემოსდაცვითი მმართველი მხოლოდ კანონთან შესაბამისობისთვის არის საჭირო, თუმცა რეალურად მისი როლი ბევრად ფართოა. ის კომპანიას იცავს რისკებისგან, ჯარიმებისგან, ნებართვებთან დაკავშირებული პრობლემებისგან და ოპერაციული შეფერხებებისგან. ამავდროულად, სწორი გარემოსდაცვითი მართვა ხშირად პირდაპირ ნიშნავს ხარჯების შემცირებას.
რაც შეეხება ESG Manager-ს, ეს უკვე უფრო სტრატეგიული ფუნქციაა. ESG მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: გარემოს დაცვას, სოციალურ პასუხისმგებლობას და გამჭვირვალე მმართველობას. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ბანკები და ინვესტორები, სულ უფრო ხშირად აფასებენ კომპანიებს სწორედ ამ კრიტერიუმებით, რომლებიც პასუხობს გამოწვევებს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებს.
საქართველოშიც ეს ტენდენცია უკვე მკაფიოდ ჩანს. კომპანიები აცნობიერებენ, რომ ESG აღარ არის მხოლოდ საერთაშორისო კორპორაციების თემა — ეს ხდება კონკურენტული უპირატესობა ადგილობრივი ბიზნესისთვისაც. ამიტომაც ჩემი აზრით, უახლოეს წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პოზიცია სწორედ Environmental და ESG მიმართულებით იქნება, რადგან ბიზნესი თანდათან გადადის მოკლევადიანი შედეგებიდან გრძელვადიან მდგრადობაზე.
უფრო დეტალურად რომ გვითხრათ რა განსხვავებაა მათ შორის?
გარემოსადცვითი მენეჯერი ძირითადად ზრუნავს კომპანიის გარემოსდაცვით საკითხებზე როგორიცაა: ნარჩენების მართვა, ემისიები, წყალი, ჰაერი, ხმაური, გარემოსდაცვითი ნებართვები და კანონთან შესაბამისობა, შემოწმების შემთხვევაში - მზადყოფნა, საწარმოო პროცესების გარემოზე ზემოქმედების შემცირება და ა.შ.
მთავარი კითხვა: „ვაკმაყოფილებთ თუ არა გარემოსდაცვით მოთხოვნებს და სად გვაქვს რისკი?“
ESG მენეჯერი კი უფრო ფართო ფუნქციაა. ის ფარავს არა მხოლოდ გარემოსდაცვით ნაწილს, არამედ სოციალურ საკითხებსაც, მაგ: როგორიცაა — თანამშრომელთა ჩართულობა, დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობა, და გამართული ოპერირების მექანიზმები - საკითხებს, როგორიცაა ეთიკა, გამჭვირვალობა, ანტიკორუფციული მიდგომები, შიდა პოლიტიკები და ანგარიშგება.
მთავარი კითხვა: „არის თუ არა ჩვენი ბიზნესი გრძელვადიანად მდგრადი და საინვესტიციოდ მიმზიდველი?“
მარტივად რომ ვთქვათ, Environmental Manager იცავს კომპანიას გარემოსდაცვითი და ოპერაციული რისკებისგან, ხოლო ESG Manager კომპანიას გრძელვადიანი მდგრადობისა და საინვესტიციო მზადყოფნისკენ მიჰყავს და ანარჩუნებინებს მოცემულ პოზიციას.
თუ კომპანიას მხოლოდ ერთი პოზიციის დამატება შეუძლია, რომელია უფრო პრიორიტეტული - გარემოსდაცვითი მენეჯერი თუ ESG მენეჯერი?
ეს მთლიანად დამოკიდებულია ბიზნესის ტიპზე და განვითარების ეტაპზე. თუ კომპანია წარმოებაშია, აქვს ქარხანა, ნარჩენები, ემისიები, ლიცენზიები, ტექნიკური ოპერაციები ან ხშირი ურთიერთობა მაკონტროლებელ ორგანოებთან - პირველ ეტაპზე უფრო კრიტიკულია გარემოსდაცვითი მენეჯერი. ასეთი ადამიანი ყოველდღიურ რისკებს მართავს და კომპანიას ჯარიმებისა და შეფერხებებისგან იცავს.
თუ კომპანია იზიდავს ინვესტორს, მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, ემზადება გაფართოებისთვის ან სურს ბრენდის გაძლიერება - უფრო სტრატეგიული არჩევანია ESG მენეჯერი, რადგან ის ბიზნესს მომავლის მოთხოვნებისთვის ამზადებს.
მოკლედ რომ ვთქვათ: ჯერ უნდა განსაზღვროთ, ახლა უფრო მეტად დღევანდელი ოპერაციული პრობლემების მოგვარება გჭირდებათ თუ ხვალინდელი ზრდის საფუძვლის შექმნა.
რა რისკებს აწყდება კომპანია, რომელსაც არც გარემოსდაცვითი მენეჯერი ჰყავს და არც ESG მენეჯერი?
კომპანია, რომელსაც არც გარემოსდაცვითი მენეჯერი ჰყავს და არც ESG მენეჯერი, ხშირად დგას ისეთი რისკების წინაშე, რომლებიც თავიდან შესაძლოა უხილავი ჩანდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში სერიოზულ პრობლემად იქცევა.
პირველ რიგში, იზრდება ფინანსური რისკი - თუ არ ჰყავს კომპანიას გარემოსდაცვითი მენეჯერი, ამ შემთხვევაში კომპანიაში გარემოსდაცვითი მოთხოვნები არ სრულდება/ ვერ სრულდება დროულად. ასეთ დროს ხშირად არის შემთხვევა როცა გარემოსდაცვით საკითხებს სხვა თანამშრომლებს (არა ამ საქმის მცოდნეს) ავალებენ და ასეთ დროს არაკვალიფიციურად მომზადებული ანგარიში/დოკუმენტი ხშირად ხარვეზდება სააგენტოს ან სამინისტროს მხრიდან. საბოლოოდ აღნიშნული დოკუმენტები ხარვეზების შედეგად მერე ისევ უბრუნდება შესაბამის საკონსულტაციო კომპანიებს პრობლემის აღმსაფხვრელად. ბიზნსისთვის ასეთ შემთხვევაში - ორმაგია ხარჯი, ორმაგია დრო.
მეორეა რეპუტაციული რისკი — თანამედროვე მომხმარებლები, პარტნიორები და საზოგადოება სულ უფრო მეტად აფასებენ პასუხისმგებლიან ბიზნესს. თუ კომპანია ამ მიმართულებით სუსტია, ნდობაც იკლებს.
ასევე იზრდება საინვესტიციო რისკი - ბანკი, ფონდი და საერთაშორისო პარტნიორი უკვე ითხოვს ESG სტანდარტებთან შესაბამისობას. ასეთ პირობებში კომპანიამ შეიძლება დაკარგოს დაფინანსება ან მნიშვნელოვანი პარტნიორობა.
რა მესიჯს აგზავნის კომპანია, როცა ასეთი კადრები ჰყავს?
ასეთი კომპანია ბაზარს ეუბნება, რომ მხოლოდ დღევანდელ მოგებაზე არ ფიქრობს. ის აჩვენებს, რომ პასუხისმგებლიანად მართავს პროცესებს, აფასებს რისკებს, ზრუნავს გარემოზე, თანამშრომლებზე და საკუთარ რეპუტაციაზე.
ინვესტორისთვის ეს ნიშნავს სტაბილურობას, კლიენტისთვის სანდოობას, თანამშრომლისთვის უკეთეს სამუშაო კულტურას, სახელმწიფოსთვის უფრო პასუხისმგებლიან პარტნიორს.
სხვა სიახლეები
კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია -
საქართველო მსოფლიო საფეხბურთო ზეიმის ნაწილია
17.06.2026.15:24
ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი (FIFA World Cup™) და კოკა-კოლა (Coca-Cola Global) უკვე ათწლეულებია განუყოფელი პარტნიორები არიან. მსოფლიო ჩემპიონატი, მისი ისტორიითა და ემოციებით, კოკა-კოლას გარეშე წარმოუდგენელია, ისევე როგორც კოკა-კოლას გლობალური საფეხბურთო კამპანიები ფიფას (FIFA) გარეშე. ეს არის პარტნიორობა, რომელიც მილიონობით გულშემატკივარს მთელ მსოფლიოში აერთიანებს და ფეხბურთის სიყვარულს დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” გულშემატკივრებისთვის საქართველოში განსაკუთრებულ საფეხბურთო ზეიმს ქმნის. მსოფლიო ბრენდმა ფიფას გლობალური პარტნიორები - KIA და McDonald's-სი საქართველოშიც გააერთიანა, იმისათვის რომ ფეხბურთის გულშემატკივრებს დაუვიწყარი ემოცია, გამორჩეული პრიზები და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზოს.
ეს უნიკალური თანამშრომლობა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად მიიღოს სრულიად ახალი გამოცდილება და თავად გახდეს წლის ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო მოვლენის ნაწილი.
გრანდიოზული კამპანია, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს აერთიანებს
1 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ კოკა-კოლას მასშტაბურ საპრიზო კამპანიაში ჩაერთონ და ისეთი გამორჩეული პრიზები მიიღონ, რომელიც ემოციებით ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასშტაბს შეესაბამება, მომხმარებლების ცხოვრების ხარისხზე გავლენას ახდენს და მათთვის კომფორტს ქმნის.
რატომ ირჩევენ და ყიდულობენ მომხმარებლები კოკა-კოლას? გარდა იმისა, რომ კოკა-კოლა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ხარისხნიანი ბრენდია, ასევე კომპანია მუდმივად ცდილობს ადამიანების ყოველდღიურობა უფრო სასიამოვნო და კომფორტული გახადოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მიმდინარე მასშტაბური საპრიზო კამპანიაც, რომელიც მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ფეხბურთისადმი სიყვარულთან ერთად ცხოვრების ხარისხიც გაიუმჯობესონ.
კამპანიაში მონაწილეობის მიღების წესები მარტივია: მომხმარებლებმა უნდა შეიძინონ კოკა-კოლა კლასიკი (Coca-Cola Classic), კოკა-კოლა ზერო (Coca-Cola Zero), ფანტა ფორთოხალი (Fanta Orange) ან ფანტა ბროწეული (Fanta Pomegranate) ყვითელი თავსახურით; ბოთლის ეტიკეტზე დატანილი QR კოდის საშუალებით გადმოწერონ აპლიკაცია - Coca-Cola Rewards Georgia და შემდეგ ამავეაპლიკაციაში თავსახურის ქვეშ მოთავსებული 10-ნიშნა კოდი შეიყვანონ. თითოეული შეყვანილი კოდი გათამაშების 1 ბილეთია.
გრანდიოზული ფინალი - გამარჯვებულები 2026 წლის 19 ივლისს, 20:00 საათზე პირდაპირი ეთერის ფორმატით სპორტული მაუწყებლის “Setanta”-ს სატელევიზიო და ციფრულ პლატფორმებზე, ასევე Coca-Cola Bottlers Georgia-სა და KIA Georgia-ს Facebook Live-ის მეშვეობით გამოვლინდებიან.
ფიფასა და კოკა-კოლას გრანდიოზულ საპრიზო კამპანიას 5 გამარჯვებული ეყოლება:
• I გამარჯვებული - 5 000 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი;
• II გამარჯვებული - 10 000 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი;
• III გამარჯვებული - Sony K-65XR80M2 ტელევიზორისა და PlayStation 5;
• IV გამარჯვებული - გეიმინგ კომპიუტერის კომპლექტი;
• V გამარჯვებული - სრულიად ახალი ელექტრო ავტომობილი - KIA EV6 GT Line;
KIA EV6 - მთავარი პრიზი, რომელიც მომავლის მართვის გამოცდილებას გთავაზობთ
კამპანიის მთავარი პრიზი - KIA EV6 GT Line - თანამედროვე ელექტრომობილების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული მოდელია.
EV6 - KIA-ს პირველი სრულად ელექტრო ავტომობილია. ეს ავტომობოლი არ შექმნილა ადაპტირებული ბენზინის მანქანის საფუძველზე, არამედ ის თავიდანვე მხოლოდ ელექტრო პლატფორმისთვის შეიქმნა. რაც ამ ავტომანქანას უფრო მეტ სივრცეს, კომფორტსა და ეფექტურობას ანიჭებს.
ელექტრომობილი ერთი დამუხტვით 455 კილომეტრის გავლას ახერხებს. სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის წყალობით ბატარეიის 10%-დან 80%-მდე შევსება დაახლოებით 18 წუთშია შესაძლებელი.
EV6 არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით, არამედ საერთაშორისო აღიარებითაც გამოირჩევა. ელექტრო ავტომობილის ეს მოდელი, 2022 წელს ევროპის წლის ავტომობილის (European Car of the Year 2022) გამარჯვებულია და ამავე მოდელს სხვადასხვა დროს 30-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. მას ასევე მინიჭებული აქვს - 2023 წლის მსოფლიოსსაუკეთესო სპორტული ავტომობილისა (2023 წლის World Performance Car) და 2023 წლის ჩრდილოეთამერიკის საუკეთესო მრავალფუნქციური ავტომობილის (2023 North American Utility Vehicle of the Year) სტატუსი. ავტოინდუსტრიაში ერთი მოდელის მანქანაზე ამდენი ჯილდო გამონაკლისია.
ელეგანტური დიზაინი, ინოვაციური ტექნოლოგიები, მაღალი წარმადობა და კომფორტი KIA EV6-ს იმ ელქტრო ავტომობილად აქცევს, რომლითაც მომავლის მანქანები დღესვე ხელმისაწვდომი ხდება.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის კოკა-კოლას მასშტაბური კამპანია მხოლოდ ფინალური პრიზებით არ შემოიფარგლება. Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში მომხმარებლებს მთელი კამპანიის განმავლობაში (19 ივლისამდე) სხვადასხვა აქტივობა დახვდებათ, რომლებიც გამარჯვებისა და დასაჩუქრებისთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.
McDonald's-ის მინი-თამაშები (15 ივნისი – 20 ივლისი) - McDonald's-ის აპლიკაციის 150 000, 100 000 და 80 000-იანი ქულებით ყოველკვირეულად სამი მონაწილე დასაჩუქრდება. პირველ ადგილზე გასული კი მაკდონალდსის სასაჩუქრე ჩანთასა და KIA-ს ბრენდირებულ საჩუქრებს მიიღებს.
Setanta-ს ქვიზები (21 ივნისიდან) - Coca-Cola Rewards აპლიკაციაში ყოველდღიურად, 12:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის თემატიკაზე სამი ახალი კითხვა გამოქვეყნდება. ოთხი კვირის განმავლობაში დაგროვებული ქულების მიხედვით, ლიდერბორდის საუკეთესო 10 მონაწილე განსაკუთრებულ პრიზებს მიიღებს. გამარჯვებისთვის გადამწყვეტი იქნება კითხვებზე ყველაზე სწრაფი და სწორი პასუხების გაცემა. ყოველკვირეულ გამარჯვებულებს PlayStation 5, FC26 დისკი, KIA-ს ექსკლუზიური ბრენდირებული საჩუქრები და Setanta-ს წლიური ვაუჩერი გადაეცემათ.
მომხმარებლებს მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა კოკა-კოლას აპლიკაციაში დაგროვებული ქულები მრავალფეროვან და მათთვის სასურველ ვაუჩერებში გადაცვალონ.
შექმენი დაუვიწყარი მომენტები კოკა-კოლასთან ერთად!!!
გახდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) განსაკუთრებული ისტორიის ნაწილი!!!