მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რატომ ვერ იბარებენ წისქვილკობინატები ხორბალს დათქმულ ფასში - ასოციაცია

news image
mbc image

წისქვილკომბინატები სრული სიმძლავრეებით ვერ მუშაობენ, რადგან როგორც ფქვილის რეალიზაციის პროცესზე ასევე ფასზე ჯერ კიდევ დიდია წინა თვეებში აგრესიულად შემოსული დიდი რაოდენობის იმპორტირებული ფქვილის გავლენა, - აცხადებენ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში.

ასოციაციის განმარტებით, წელს ხორბლის რეალიზაციის წლობით ჩამოყალიბებული ტენდენცია შეიცვალა, თუ წლების განმავლობაში მოსავლის აღების დასაწყისში ფერმერები მხოლოდ აუცილებელი ხარჯების დასაფარად პირველ ეტაპზე ყიდდნენ შეზღუდული რაოდენობის ხორბალს, მოსავლის დაახლოებით 10 -15 პროცენტს, წელს ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე ფერმერების უმეტესობა მაქსიმალურად ცდილობს უახლოეს პერიოდში ჩააბარონ ხორბალი.

„როგორც ცნობილია 2023 წლის 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებაში მოქმედებს დროებითი მოსაკრებელი 5 თვით, რომლის მიზანია ხორბლისა და ფქვილის აქამდე არსებული არათანაბარი საიმპორტო პირობების გათანაბრება .

დროებითი მოსაკრებლის შემოღებიდან და ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე პირობების გათანაბრებიდან გავიდა 1 თვე, აქედან გამომდინარე ასოციაცია ვალდებულად თვლის საზოგადოებას გააცნოს პროცესის მიმდინარეობა და არსებული გამოწვევები.

წლევანდელი წელს ბაზარზე განვითარებული პროცესები არ არის ერთგვაროვანი, რადგან ქართველ ფერმერებს დარჩენილი ქონდათ სარეალიზაციოდ შარშანდელი ხორბლის მოსავალი. საქართველოში ახლაც მიმდინარეობს ხორბლის მოსავლის აღების პროცესი.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ივნისის დასაწყისიდან საქართველოს წისქვილკომბინატების მიერ მიღებულია 20 000 ტონა როგორც ძველი ასევე ახალი მოსავლის ქართულ ხორბალი, რაც ისტორიულად წლების განმავლობაში ივნისის თვეში მიღებული ხორბლის რაოდენობის მრავალწლიან ნორმაზე მეტია. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოსავლის საკმაოდ დიდი პროცენტი მათ შორის მარცვლეულის მწარმოებელთა წინასწარი ინფორმაციით სხვადასხვა არსებული არასახარბიელო პირიბებიდან გამომდინარე არის საფურაჟე (ანუ არასასურსათო), შესაბამისად წისქვილკომბინატები სამწუხაროდ ამ ხორბალს ვერ ჩაიბარებენ .

გამოწვევაა ისიც რომ წელს, ხორბლის რეალიზაციის წლობით ჩამოყალიბებული ტენდენცია შეიცვალა, კერძოდ თუ წლების განმავლობაში მოსავლის აღების დასაწყისში ფერმერები მხოლოდ აუცილებელი ხარჯების დასაფარად პირველ ეტაპზე ყიდდნენ შეზღუდული რაოდენობის ხორბალს, მოსავლის დაახლოებით 10 -15 პროცენტს, ხოლო დანარჩენი ნაწილი საწყობდებოდა ზამთრის თვეებში უფრო მაღალი ფასით რეალიზაციის მიზნით, წელს ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე ფერმერების უმეტესობა მაქსიმალურად ცდილობს უახლოეს პერიოდში ჩააბარონ ხორბალი.

ყოველივე ზემოთაღნიშნული მაქსიმალურ წნეხს ქმნის წისქვილებზე დიდი რაოდენობის ხორბლის დროის მოკლე მონაკვეთში მიღების მხრივ, განსაკუთრებით იმ იმ ფონზე, როდესაც მიუხედავად იმისა, გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია ერთი თვე, წისქვილკომბინატები სრული სიმძლავრეებით ვერ მუშაობენ, რადგან ჯერ კიდევ დიდია წინა თვეებში აგრესიულად შემოსული დიდი რაოდენობის იმპორტირებული ფქვილის გავლენა ,როგორც ფქვილის რეალიზაციის პროცესზე ასევე ფასზე.

გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, ის პარამეტრები რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით სამი ინდუსტრიის -პურის მწარმოებლების , წისქვილკომბინატების და მარცვლეულის მწარმოებლების კონსულტაციების შედეგად პურის ფასის შენარჩუნების , ასევე ქართული ხორბლის ჩაბარების მიზნით დადგინდა:

1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის საორიენტაციო ფასი 52 ლარის ფარგლებში, რაზეც მიება წისქვილების მიერ ქართული ხორბლის შესყიდვის ფასი 70 თეთრი 1 კილოგრამზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე პირველ ეტაპზე წისქვილკომბინატების მიერ 70 თეთრად შესყიდული იყო ძველი მოსავლის ქართული ხორბალი, თუმცა დღევანდელ ეტაპზე ამას ჯერ კიდევ ვერ მიჰყვა კონსულტაციების შედეგად განსაზღვრული ფქვილის სარეალიზაციო ფასი 52 ლარი (1 ტომარა ფქვილი).

დღეს პურის ქარხნების მიერ ბაზარზე ფქვილის ფასი 47 ლარის ნიშნულზეა დაფიქსირებული. რამაც ავტომატურად გამოიწვია წისქვილკომბინატების მიერ შესასყიდი ხორბლის ფასის კორექტირება 65 თეთრის ფარგლებში (საბაზისო მე 3 კლასის ხორბალი), გამომდინარე იქედან, რომ წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის შესასყიდ ფასს პირდაპირ განსაზღვრავს პურის მწარმოებლების მიერ პირველი ხარისხის ფქვილის შესასყიდი ფასი.

დღეს ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, როგორც წისქვილკომბინატების და ფერმერების, ასევე პურის მწარმოებლების მიერ დათქმული პარამეტრების შესარულება.

საქართველოს წისქვილკომბინატები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენზე აღებული ვალდებულებების უპირობო შესრულებას, აგრეთვე ბაზარზე გამოწვევების შესაბამისად მზაობას ვაცხადებთ მუდმივ კომუნიკაციაში ვიყოთ დაინტერესებულ მხარესთან ნებისმიერი საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია  წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობის შესახებ (2023 წლის ივნისის პერიოდი) ავრცელებს. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა