რძის ფასით საქართველომ ევროპულ ქვეყნებს გაუსწრო - რძის მწარმოებელთა ასოციაცია
საქართველოში რძის წარმოება მცირდება, ფასები კი მკვეთრად მატულობს, რაც პროდუქტზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. რძის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველო ნედლი რძის ფასით ევროპაში არსებულ ფასს რამდენიმე ათეული ცენტით აღემატება.
ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კონიაშვილი Business Insider Georgia-სთან რძისა და რძის პროდუქტების გაძვირების რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
„რძის ფასმა პიკს მიაღწია. ფერმებში 1 ლიტრი რძე 2,50 ლარამდე გაძვირდა, საქართველოში ამ პროდუქტებზე ასეთი ფასი პირველად ფიქსირდება. ევროპულ ფასს უკვე საგრძნობლად გადავაჭარბეთ. ჩვენთან რძის ფასი, სულ მცირე, 20-25 ცენტით მეტია.
ამას, პირველ რიგში, მოთხოვნის ზრდა განაპირობებს, რასაც ასევე თავისი მიზეზი აქვს. გარკვეულ გავლენას ახდენს მიგრაციული პროცესები. უნდა ითქვას, რომ საქართველოში რძისა და რძის პროდუქტებს მოხმარება მაღალია. ინფლაციამაც იმოქმედა და პროდუქტებზე ფასი მკვეთრად გაიზარდა. ამასთან, ფასებზე ნეგატიურად იმოქმედა რუსეთ-უკრაინის ომმა, ლოგისტიკის გაძვირებამ.
მსოფლიო ბაზარზე მოიმატა ნედლეულის ღირებულებამ, მათ შორის, საკვების ბაზის, ცხიმების ფასმა. გარკვეული გავლენა რძის ფხვნილის იმპორტის შემცირებასაც აქვს", - ამბობს კახა კონიაშვილი და დასძენს, რომ გაიაფების ტენდენცია მიმდინარე წლის ზაფხულიდან არის მოსალოდნელი, როცა საქონლის საკვები ბაზა უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
„დეფიციტური და სეზონური ქვეყანა ვართ, ისედაც ძვირდებოდა რძისა და რძის ნაწარმი ზამთრობით. ახლაც ეს ტენდენციაა. ველოდებით, რომ ზაფხულიდან, როცა სეზონურობა გადაივლის და საკვების ბაზა გაიაფდება, ამას რძის გადამამუშავებელი ინდუსტრიაც ადეკვატურად უპასუხებს", - დასძენს კახა კონიაშვილი Business Insider Georgia -სთან. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოში რძის წარმოება შემცირდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს საქართველოში 587.9 მლნ ლიტრი რძე აწარმოეს, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 574.7 მლნ ლიტრი იყო. ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით რძე და ყველი წლიურად 17,5%-ით არის გაძვირებული.
სხვა სიახლეები
მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
28.11.2026.14:01
თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.
30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით
30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.
ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.
ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.
30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.
30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.
აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.