მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„რე-ფრეში" გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

ლიმონათებისა და წვენების მწარმოებელი „რე-ფრეში" წარმადობის გაზრდას გეგმავს. როგორც „რე ფრეშის" საოპერაციო დირექტორი სალომე ინაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ამ დროისთვის საწარმო ხაზის განახლებასა და წარმადობის გაზრდაზე მუშაობენ.

„ახალი დანადგარების (ხილის გადამამუშავებელი, პასტერიზატორი, დამგაზველი და ჩამომსხმელი) შეძენა მოხდა. განახლებული დანადგარებით შესაძლებელი იქნება 150 ლიტრის გადამუშავება საათში. ამ ეტაპზე ლიმონათის 6 სახეობას ვაწარმოებთ, ესაა - ციტრუსების მიქსი, ბროწეული და ციტრუსები, ქაცვი და ციტრუსები (0 შაქარი); ფეიხოა და ლიმონი (0 შაქარი); ჩილი-გრეიპფრუტი; ყურძენი და ლიმონი. ასვე ვმუშაობთ  რეცეპტების განახლებაზე პიკანტური ხაზის გასამრავალფეროვნებლად", - ამბობს სალომე ინაძე.

მისი ინფორმაციით, „რე-ფრეშის" წვენები ძირითადად B2B-ზე იყიდება.

„განახლებული დანადგარებით ვგეგმავთ წვენების რითეილის ქსელში  გასვლას და ვაპირებთ ახალი გემოების დამატებას. ამ ეტაპზე გვაქვს ფორთოხლის, ბროწეულის, ქაცვის, ყურძნის , გრეიპფრუტის, ლიმნის და ჟოლოს 100 %-იანი ნატურალური წვენები", - ამბობს „რე-ფრეშის" საოპერაციო დირექტორი.

ამასთან, როგორც ბრენდის წარმომადგენელი ამბობს, „რე-ფრეშის" პროდუქტებზე დაინტერესება და გაყიდვები გაზრდილია. „ექსპორტზე ამ ეტაპზე არ გავდივართ და დაგეგმილიც არ გვაქვს, თუმცა ცხადია, ამ საკითხზე მომავალში აუცილებლად ვიზრუნებთ", - ამბობს სალომე ინაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა