მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

„რე-ფრეშის“ 2026 წლის პირველი ნახევარი: 35%-იანი ზრდა და ახალი განვითარების ეტაპი

news image
mbc image

2026 წლის პირველი ნახევარი „რე-ფრეშისთვის“ საკუთარი საწარმოო შესაძლებლობების გაძლიერების, პროდუქციის ხაზის გაფართოებისა და ახალი მიმართულებების განვითარების ეტაპი აღმოჩნდა.

როგორ აფასებს „რე-ფრეში“ 2026 წლის პირველ ნახევარს, რა ცვლილებებია კომპანიის წარმოებისა და გაყიდვების მიმართულებით და რა გეგმები აქვს მეორე ნახევრისთვის - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს „რე-ფრეშის“ თანადამფუძნებელი სალომე ინაძე ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით „რე-ფრეშისთვის" 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა იყო ამ პერიოდის მთავარი შედეგები და მიღწევები?

იმის გათვალისწინებით, რომ აუთსორს წარმოებიდან საკუთარ საწარმოში გადასვლამ გარკვეული სირთულეები შექმნა და ზრდის ტემპიც თავდაპირველ გეგმას სრულად ვერ დაემთხვა, 2026 წლის პირველ ნახევარს მაინც პოზიტიურად ვაფასებთ.

ამ პერიოდში შევძელით საკუთარი პროდუქტების ხაზის გაფართოება - ახალი პროდუქტები უკვე მზადების საბოლოო ეტაპზეა და მალე გამოჩნდება თაროებზე. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა სერვისების მიმართულებითაც და დღეს უკვე სხვა კომპანიებს შეგვიძლია შევთავაზოთ არა მხოლოდ წარმოება, არამედ პროდუქტის შექმნის სრული ციკლი.

ჩვენთვის ეს პერიოდი უფრო მეტად საფუძვლის გამყარების და შემდეგი ზრდისთვის მომზადების ეტაპი იყო.

როგორ შეიცვალა კომპანიის წარმოებისა და გაყიდვების მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით? რა დინამიკა იყო მოთხოვნის
მიმართულებით?

2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში გაყიდვების დაახლოებით 35%-იანი ზრდა გვაქვს. ეს ზრდა დაკავშირებულია როგორც არსებული პარტნიორების მხრიდან მოთხოვნის მატებასთან, ისე ახალი გაყიდვის წერტილების დამატებასთან.

თუმცა წლის დასაწყისში ჩვენი მოლოდინი უფრო მაღალი იყო და ვფიქრობდით, რომ ზრდის ტემპი კიდევ უფრო სწრაფი იქნებოდა. 35%-იანი ზრდა ჩვენთვის პოზიტიური შედეგია, მაგრამ ამავე დროს გვაჩვენებს, რომ გაყიდვების არხების გაფართოების მიმართულებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაო გვაქვს.

როგორია თქვენი სტრატეგია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით და რომელ ბაზრებზე გაქვთ ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი?

ამ ეტაპზე პრიორიტეტად მზადყოფნის შექმნას ვხედავთ და არა უბრალოდ რაც შეიძლება ბევრ ბაზარზე გასვლას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალ ბაზარზე შესვლამდე პროდუქტი, წარმოების მოცულობები, ხარისხის კონტროლი, შეფუთვა, ლოგისტიკა და ფასის სტრუქტურა იმ დონეზე იყოს გამართული, რომ ზრდას რეალურად გავუმკლავდეთ. ამ ეტაპზე უფრო მეტად ვმუშაობთ იმ საფუძვლის შექმნაზე, რომელიც მომავალში საშუალებას მოგვცემს ექსპორტზე არა ერთჯერადი მიწოდებებით, არამედ გრძელვადიანი და მდგრადი მოდელით გავიდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა კომპანიის განვითარების ბუნებრივი გაგრძელება იყოს და არა ნაადრევი ნაბიჯი.

რა გეგმები აქვს კომპანიას 2026 წლის მეორე ნახევრისთვის - რა იქნება მთავარი პრიორიტეტები წარმოების, გაყიდვებისა და ახალი პროდუქტების
მიმართულებით?

2026 წლის მეორე ნახევარში რამდენიმე მიმართულებაზე ვკონცენტრირდებით.

პირველი ისევ გაყიდვების არხების გაფართოებაა. HoReCa ჩვენთვის მნიშვნელოვანან არხად რჩება, თუმცა ჩვენი მიზანია საცალო გაყიდვებში შესვლა. წარმოების თვალსაზრისით, ჩვენი მზაობის მიუხედავად, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა საცალო ქსელების "თაროზე მოხვედრა" - ვეძებთ იმ პარტნიორებსა და ფორმატებს, სადაც თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მდგრადი იქნება.

მეორე მიმართულება ახალი პროდუქტებია. ვაგრძელებთ ახალი გემოების და სასმელების კატეგორიების განვითარებას.

და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა საწარმოო და პროდუქტის განვითარების სერვისები სხვა კომპანიებისთვის.

გვინდა „რე-ფრეში“ ეტაპობრივად გახდეს ადგილი, სადაც კომპანიას შეუძლია მოვიდეს იდეით და საბოლოოდ მიიღოს ბაზარზე გასატანად სრულად მომზადებული პროდუქტი.

ეს მოიცავს:

რეცეპტურის შექმნას ან/და დახვეწას, ინგრედიენტებისა და ტექნოლოგიის შერჩევას, სატესტო წარმოებას, წარმოების პროცესის დაგეგმვას, შეფუთვის შესაბამისობის შეფასებას და საბოლოოდ პროდუქტის წარმოებას.

ამიტომ, ზრდას მხოლოდ საკუთარი ბრენდის გაყიდვების ზრდად აღარ ვუყურებთ - გვინდა უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ ის ცოდნა, გამოცდილება და ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ წლების განმავლობაში დავაგროვეთ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ წარმოებას აფართოებს

08.09.2026.10:16

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს და ამ მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ არსებულ საწარმოო კომპლექსს აფართოებს და ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საწარმოო ხაზს ამატებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ. დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 1.5 მლნ. დოლარია.

აღნიშნული პროექტი საწარმოს გაფართოება, ახალი საწარმოს აშენებას და მისი ახალი, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვას ითვალისწინებს. შედეგად, წარმოების მოცულობა დაახლოებით 40%-ით გაიზრდება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ახალი პროდუქცია შესთავაზოს.

„შპს „ქართული რძის პროდუქტები“ უკვე 20 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის ნატურალური, მაღალი ხარისხის რძის ნაწარმის შეთავაზებაზე. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას ბიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს.   სწორედ ბანკის მხარდაჭერით შევძელით საწარმოს გაფართოება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და წარმოების მოცულობის ზრდა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები ბაზარზე და მომხმარებლებს ახალი პროდუქცია შევთავაზოთ,“ - განაცხადა გიორგი ლიპარტელიანმა, კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა.

„საქართველოს ბანკი აგრძელებს პარტნიორ ბიზნესების გაძლიერებას და იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, პარტნიორ კომპანიებს შევუქმნათ ყველა საჭირო შესაძლებლობა, რათა მათ საქმიანობა წარმატებით განავითარონ და ბაზარზე მყარი პოზიცია დაიმკვიდრონ. “ქართული რძის პროდუქტები” ამის ნათელი მაგალითია. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო გერგედავამ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა