რეალიზაციის სტიმულირების მიზნით, „შავ პარასკევს“ ყოველთვის დადებით ეფექტი აქვს - „ნიკოლი“
ქართული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდი ნიკოლი - nikoli მომხმარებელს შავ პარასკევთან დაკავშირებით ფასდაკლების აქციას სთავაზობს.
როგორც ბრენდის დამფუძნებელი ნიკა ნიკოლაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე, ფასდაკლების შესაძლებლობა იშვიათად აქვთ, თუმცა შავი პარასკევის აღნიშვნაზე არასდროს ამბობენ უარს და წელსაც 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო, რომელიც კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
,,ჩვენთან შავი პარასკევის ფერადი ფასდაკლება დაიწყო და გაგრძელდება 26 ნოემბრის ჩათვლით. შემოდგომა-ზამთრის მაღალი ხარისხის კოლექცია გვაქვს წარმოდგენილი, საკმაოდ აქტიურია მოთხოვნა და აქციის ფარგლებში საგრძნობ ზრდას ველოდებით.
ზოგადად წელს გაყიდვების კუთხით საკმაოდ აქტიური პერიოდია. მოთხოვნა სტაბილურად არის შენარჩუნებულია, წარმოება გავაფართოვეთ და მაღაზიებს გაზრდილი რაოდენობით ვამარაგებთ, რაც თავისთავად მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.
ჩვენი საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე, ხშირად ვერ ვახდენთ ფასდაკლებას, თუმცა ,,შავი პარასკევი" გამონაკლისია, როცა უარს ვერ ვამბობთ.
რეალიზაციის სტიმულირების მიზნით მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის დადებით ეფექტს იძლევა", - ამბობს ნიკა ნიკოლაშვილი.
ცნობისთვის, საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ 2017 წელს დაფუძნდა. ამ ეტაპზე კომპანიაში 40 ადამიანია დასაქმებული. წლის ბოლომდე ამ მაჩვენებლის 70-80%-იანი ზრდა იგეგმება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.