რეალიზაციის თვალსაზრისით, დაახლოებით 25%-იანი ზრდა გვაქვს - „მტევინო“
„მტევინომ“ 2024 წელს ასორტიმენტი გააფართოვა და 2025-ისთვის ტურიზმში ინვესტირების გაგრძელებას კვლავ გეგმავს. წლის შეჯამებასა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ზაუტაშვილმა Business Insider Georgia - სთან ისაუბრა.
„ჩვენთან როგორც მოგეხსენებათ ორ პლატფორმას შეხვდებით. ერთია მეღვინეობა, ხოლო მეორე ტურიზმი. ტურიზმში საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვაკეთებთ, სრულდება საცურაო აუზის მშენებლობის სამუშაოები, დავიწყებთ გაზაფხულიდან უკვე კოტეჯების აშენებას. მეღვინეობის მიმართულებით, დავამატეთ რამოდენიმე ახალი ღვინო - შევქმენით ახალი პროდუქტი. ასევე, ვმუშაობთ ახალ კონტრაქტზე და თუ ეს ახალი შეთანხმება დადასტურდება ანალოგიურად ინვესტიციის ჩადების საჭიროება გაჩნდება ჩვენს საწარმოში.
უნდა ითქვას, რომ 2024 წელი საკმაოდ კარგი, შედეგიანი წელი იყო და რეალიზაციის მხრივ, დაახლოებით 25%-იანი ზრდა გვქონდა“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ზაუტაშვილი.
კომპანია „მტევინო“- ს ყოველწლიურად რეალიზაციის ახალი ბაზარები ემატება, რაც კომპანიის ცნობადობას უწყობს ხელს და საბოლოო ჯამში მის პოზიციონირებაზეც ახდენს გავლენას.
„ყოველ წელიწადს ახალ-ახალი ბაზრები და ობიექტები გვემატება, როგორც საექსპორტო ასევე ადგილობრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ინტერესი საკმაოდ მზარდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, რომელიც რა თქმა უნდა ისევე უმაღლესი გვაქვს, როგორც გვქონდა გახნის დღიდან“, - ამბობს ნიკა ზაუტაშვილი .
არსებული წარმატებული შედეგების მიუხედავად კომპანია კვლავ გეგმავს საექსპორტო არეალის გაფართოებას.
„რა თქმა უნდა ანალოგიურია ბაზრები, რომლითაც 2024 წელს ვისარგებლეთ. თუმცა, ვგეგმავთ, რომ 30%-იანი მატება გვქონდეს და შესაბამისად გვსურს საექსპორტე ქვეყნების დამატება, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში კომპანია ასორტიმენტის. ზრდას არ გამორიცხავს.
„ამას გვაჩვენებს ის პერიოდი რომელიც დღეიდან ახალი რთველის მოსვლამდეა. აღნიშნულ პერიოდში თუ მოთხოვნა იქნება ბაზარზე ახალი პროდუქტების დამატების ნაწილში ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ და ჩვენს ასორტიმენტსაც მეტად გავაფართოვებთ“, - განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ზაუტაშვილმა.
ცნობისთვის, მეღვინეობა "მტევინო" ახალი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე დაფუძნებულ თანამედროვე კონცეპტუალურ სივრცეს წარმოადგენს. მარანი მდებარეობს საგარეჯოს რაიონის, სოფელ ხაშმში, თბილისიდან 40 კმ-ში. "მტევინო" საუკეთესო ადგილია ღვინისა და ვაზის ტრადიციების გასაცნობად.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.