მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

რებრენდინგი და ახალი კონცეფცია - რა სიახლეები აქვს Urban Art and Frames-ს

news image
mbc image

„ჩარჩოს სახლმა“ რებრენდინგი განახორციელა და სახელწოდება Urban Art-ით შეიცვალა. განახლებასთან ერთად კომპანიამ საქმიანობის მიმართულებაც გააფართოვა და ჩარჩოების გარდა მომხმარებლებს ფოტოგრაფიის, ხელოვნების, დიზაინისა და სასაჩუქრე მიმართულების პროდუქტებს სთავაზობს. რებრენდინგის მიზეზებზე, ახალ შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს Urban Art-ის წარმომადგენელი ესაუბრა.

ბოლო პერიოდში კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა - რა გახდა ბრენდის განახლების მთავარი მიზეზი და რა შეიცვალა ამ პროცესის შედეგად?

რებრენდინგის მთავარი მიზეზი იყო სურვილი, რომ ჩვენი სივრცე მხოლოდ ჩარჩოების მაღაზიად აღარ დარჩენილიყო და უფრო ფართო, თანამედროვე და საინტერესო კონცეფცია შეექმნა მომხმარებლისთვის.

„ჩარჩოს სახლის“ სახელიდან Urban Art-ზე გადასვლით შეიცვალა ჩვენი ხედვაც - დღეს ჩვენ აღარ ვსაუბრობთ მხოლოდ ჩარჩოზე. ჩვენი მიზანია, სივრცეში გავაერთიანოთ ხელოვნება, ფოტოგრაფია, დიზაინი და საჩუქრის კულტურა.

გაფართოვდა როგორც პროდუქციის მიმართულება, ისე ჩვენი სამიზნე აუდიტორია. მომხმარებელს უკვე ვთავაზობთ სასაჩუქრე პოსტერებსა და ფოტოებს, რომელთათვისაც ადგილზე ვარჩევთ შესაბამის ჩარჩოს, რათა საბოლოო შედეგი სრულყოფილი და ინდივიდუალური იყოს.

ამასთან, Urban Art მზად არის, ხელი შეუწყოს ქართველ ფოტოგრაფებს და მათ ნამუშევრებს მისცეს შესაძლებლობა, უფრო ფართო აუდიტორიამდე მივიდეს.

რა სიახლეები გაქვთ დღეს მომხმარებლებისთვის პროდუქციისა და მომსახურების მიმართულებით?

დღეს მომხმარებელს უკვე შეუძლია ჩვენთან არა მხოლოდ ჩარჩოს, არამედ მზა ვიზუალური ნამუშევრის - ფოტოსა თუ პოსტერის შეძენა.

ვქმნით შესაძლებლობას, რომ ადამიანმა ერთ სივრცეში შეარჩიოს სასურველი ნამუშევარი, მიიღოს პროფესიონალური რეკომენდაცია და მასთან შესაბამისი ჩარჩოც შეარჩიოს.

გარდა ამისა, განსაკუთრებული სიახლეა ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრების მიმართულება. გვინდა, Urban Art გახდეს სივრცე, სადაც ქართული ფოტოგრაფია უფრო ხელმისაწვდომი და საინტერესო გახდება როგორც ადგილობრივი, ისე საჩუქრის მაძიებელი მომხმარებლისთვის.

როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნა და რა ახალ ტენდენციებს ხედავთ ჩარჩოების დიზაინისა და ინტერიერის მიმართულებით?

დღეს მომხმარებელი უფრო მეტად ეძებს ინდივიდუალურობას. ადამიანებს აღარ სურთ მხოლოდ ფუნქციური პროდუქტი - მათთვის მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება ნივთი სივრცეში და რა ემოციას ქმნის.

ჩარჩოც უკვე ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაკუთრებით აქტუალურია მინიმალისტური და თანამედროვე დიზაინი, სხვადასხვა ფორმატისა და სტილის კომბინირება, ასევე პოსტერებისა და ფოტოების გამოყენება სივრცის პერსონალიზებისთვის.

ჩვენი გამოცდილებით, მომხმარებელი სულ უფრო ხშირად ეძებს ისეთ ნამუშევარს, რომელიც მისთვის ემოციურად მნიშვნელოვანია - იქნება ეს ფოტოსურათი, ხელოვნების ნამუშევარი თუ საჩუქარი. სწორედ ამიტომ გვინდა, ჩარჩო აღარ აღიქმებოდეს მხოლოდ როგორც ნამუშევრის დამცავი ელემენტი - ის თავად გახდეს დიზაინის ნაწილი.

რა მიმართულებით გეგმავთ კომპანიის განვითარებას და რა არის თქვენი მთავარი სამომავლო გეგმები?

ჩვენი მთავარი მიზანია, Urban Art ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს სივრცედ, სადაც ხელოვნება, ფოტოგრაფია და ინტერიერის ესთეტიკა ერთმანეთს შეხვდება.

გვსურს კიდევ უფრო გავაფართოვოთ ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრების მიმართულება, შევქმნათ მათთვის ახალი შესაძლებლობები და მათი ფოტოები უფრო ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ.

ასევე ვგეგმავთ პოსტერებისა და ფოტოების კოლექციის გაფართოებას, ახალი დიზაინერებისა და შემოქმედებითი ადამიანების ჩართვას და მომხმარებლისთვის ისეთი გამოცდილების შექმნას, სადაც ნებისმიერი ნამუშევრის შერჩევა და მისთვის იდეალური ჩარჩოს პოვნა ერთიან პროცესად იქცევა.

ჩვენთვის Urban Art მხოლოდ ახალი სახელი არ არის - ეს არის ახალი ეტაპი, ახალი ხედვა და სივრცე, სადაც გვინდა, რომ ადამიანმა საკუთარი გემოვნებისა და ემოციის შესაბამისი ხელოვნება იპოვოს.

ინფორმაციისთვის, Urban Art and Frames ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის N120-ში მდებარეობს. სამუშაო საათების 11:00-20:00 ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image უძრავი ქონების მართვა ახალ რეალობაში - როცა სტანდარტული მარკეტინგი აღარ არის საკმარისი

05.10.2026.19:27

რატომ მოითხოვს თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარი მარკეტინგზე უფრო ღრმა, მონაცემებზე დაფუძნებულ და კომერციულ მიდგომას.

უძრავი ქონების სექტორი და მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და წამყვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ჯამურად 15%-ზე მეტი წილი უკავია.

სექტორი სტაბილურად იზრდება - მხოლოდ თბილისში ყოველთვიურად ბაზარი $400 მილიონამდე აღწევს, ტრანზაქციები ორნიშნა ტემპით იმატებს, ხოლო მშენებლობასა და უძრავ ქონებაზე დედაქალაქის ეკონომიკური დამატებული ღირებულების თითქმის 20% მოდის.

თუმცა, უძრავი ქონების სექტორი მხოლოდ ციფრები არ არის. ამ შთამბეჭდავი რიცხვების უკან დგას უდიდესი ემოციური ნაბიჯები, რომელსაც დგამს მომხმარებელი, სანამ უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს საინვესტიციო დანიშნულებით თუ საცხოვრებლად.

ასეთი ტემპით მზარდი ბაზარი ცხადია ნიშნავს მაღალ კონკურენციას. მრავალმხრივი პროექტებით გაჯერებულ, კონკურენტულ გარემოში კი წარმატებას მხოლოდ კარგი ლოკაცია ან არქიტექტურა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, როგორ იმართება ბრენდი, იმიჯი, PR და მარკეტინგი, გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობა და მონაცემები.

უძრავ ქონებაში მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სფეროში ტრადიციული მიდგომები აღარ კმარა. დღეს წარმატებას მონაცემებზე დაფუძნებული (Data-Driven) მარკეტინგი და ციფრული ანალიტიკა განაპირობებს, რომელიც გაყიდვების სრულ ციკლს მართავს.

- რატომ აღარ მუშაობს უძრავი ქონების ბაზარზე სტანდარტული მარკეტინგული მიდგომა?

„იმიტომ, რომ დღეს კონკურენცია მხოლოდ ყურადღებისთვის აღარ არის - კონკურენცია გადაწყვეტილების მიღების გამარტივებისთვის არის.
თანამედროვე უძრავი ქონების მარკეტინგი ჩვენთვის აღარ არის მხოლოდ ცნობადობის შექმნა ან ლიდის მოყვანა. მისი ამოცანაა, მომხმარებლის გზაზე თითოეულ ეტაპზე უპასუხოს იმ კითხვას, რომელიც გადაწყვეტილებას აფერხებს.
სწორედ აქ ხდება მონაცემები მარკეტინგის ნაწილი: არა მხოლოდ იმის გასაზომად, რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა, არამედ იმის გასაგებად, სად ჩერდება გადაწყვეტილება და რატომ.

ჩვენთვის ეს არის ახალი მიდგომა - მარკეტინგის მართვა არა კამპანიების, არამედ მომხმარებლის გადაწყვეტილების პროცესის მიხედვით.
საბოლოო შედეგისთვის მთავარი კრიტერიუმი აღარ არის ლიდი - მთავარი KPI არის რამდენად სწრაფად და რატომ გადადის ადამიანი ინტერესიდან გადაწყვეტილებამდე.“ სალომე ყიფიანი

- როდესაც მარკეტინგი გასცდა უბრალო რეკლამას, ხოლო კომუნიკაცია -სტანდარტულ გაყიდვებს, კონკრეტულად რა ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს დეველოპერული პროექტის მართვის ციკლმა?

„მონაცემები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ძალიან მნიშნელოვანია, თუმცა საბაზისო, ამასთან ერთად მთავარი მაინც ემპათია და სწორი კომუნიკაციაა - უძრავი ქონება ცივი ტრანზაქცია არ არის, ის ადამიანის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება და საუკეთესო შედეგიც სწორედ ზუსტი მონაცემებისა და მომხმარებლის საჭიროებების გაგების სინთეზით მიიღწევა.“ - თამთა მეძმარიაშვილი.

სწორედ ამ გამოცდილებისა და პროფესიული ხედვის საფუძველზე თამთა მეძმარიაშვილმა და სალომე ყიფიანმა Smart Academy-სთან თანამშრომლობით შექმნეს ახალი პროფესიული პროგრამა - „უძრავი ქონების კომერციული მართვა: მარკეტინგი, გაყიდვები და მონაცემთა ანალიტიკა“.

პროგრამის მიზანია, მონაწილეებს უძრავი ქონების პროექტის მართვა მხოლოდ ერთი ფუნქციის ფარგლებში კი არა, ერთიანი კომერციული სისტემის სახით დაანახოს - ბაზრისა და პროდუქტის ანალიზიდან დაწყებული, მარკეტინგული სტრატეგიით, გაყიდვების პროცესით, CRM-ითა და მონაცემთა ანალიტიკით დასრულებული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა