მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის

news image
mbc image

გამოყენებული საბურავები საქართველოში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამართავ ნარჩენად მიიჩნეოდა. მათი არასწორი განთავსება კი გარემოსთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა – აბინძურებდა ნიადაგს, წყალსა და ჰაერს, ზრდიდა ხანძრის რისკს და ეკოლოგიურ პრობლემებს აჩენდა, რომელთა მართვაც სისტემური მიდგომის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ გადაწყვიტა „თეგეტა ჰოლდინგმა“ ქვეყანაში საბურავების გადამმუშავებელი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც კომპანიის მდგრადი განვითარების სტრატეგიას ეხმიანება და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პრაქტიკაში დანერგვას ისახავს მიზნად. RECSOL-ის საწარმო, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომიდან ამოქმედდება, მხოლოდ ინფრასტრუქტურის შექმნას არ გულისხმობს – ის ნარჩენების მართვისადმი სრულიად ახალი მიდგომის დანერგვას უკავშირდება, სადაც გამოყენებული საბურავები აღარ აღიქმება, როგორც გარემოსთვის საშიში ნარჩენი და გარდაიქმნება რესურსად, რომელსაც ეკონომიკური ღირებულება აქვს.

შალვა ახვლედიანი, RECSOL-ის აღმასრულებელი დირექტორი: „RECSOL შეიქმნა იმისთვის, რომ გადაჭრილიყო პრობლემა, რომელიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში აწუხებდა. ჩვენ ვქმნით მოდელს, სადაც ნარჩენი აღარ წარმოადგენს გარემოსდაცვით საფრთხეს და გარდაიქმნება ღირებულ რესურსად. ქარხანა სრულად დააკმაყოფილებს CE და ISO სტანდარტებს და შეძლებს ქვეყანაში დაგროვილი საბურავების ნარჩენის სისტემურ გადამუშავებას. შედეგად, მიღებული მასალები სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება, მათ შორის რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის წარმოებაში, რაც უფრო გამძლე და ხანგრძლივი ინფრასტრუქტურის შექმნას უწყობს ხელს“.

პროექტში განსაკუთრებულ როლს ასრულებს „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტი“, რომელიც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სისტემის ფარგლებში საბურავების შეგროვებისა და მართვის მიმართულებით მუშაობს. სწორედ EPR სისტემა ქმნის იმ საფუძველს, რომელზედაც მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურა შეიძლება ეფექტიანად ფუნქციონირებდეს. მოდელი გულისხმობს, რომ პროდუქტის სასიცოცხლო ციკლზე პასუხისმგებლობა მხოლოდ გაყიდვით არ სრულდება – მწარმოებელი და იმპორტიორი ნარჩენის შეგროვებასა და გადამუშავებაზეც არის პასუხისმგებელი. საბოლოოდ იქმნება ერთიანი ჯაჭვი, სადაც ნარჩენი კვლავ ეკონომიკურ ციკლში ბრუნდება.

RECSOL-ის საწარმო ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენდება და ყოველწლიურად 25-30 ათასი ტონა საბურავის გადამუშავებას შეძლებს. ეს მოცულობა საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოში წარმოქმნილი საბურავების ნარჩენის დიდი ნაწილი სრულად დამუშავდეს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ძირითადი საწარმოს ფუნქციონირება, ისე რეგიონებში პირველადი დამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნა. ეს ქვეყნის მასშტაბით საბურავების შეგროვებისა და გადამუშავების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

RECSOL, რომელსაც „თეგეტა“ "ეკო სერვის ჯორჯიასთან" პარტნიორობით აშენებს, ქმნის სრულიად ახალ ინდუსტრიულ მიმართულებას, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ტექნიკური ექსპერტიზის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, მსგავსი ინფრასტრუქტურა ნარჩენების მართვისა და გადამუშავების მიმართულებით საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივასაც აძლიერებს.

RECSOL საერთაშორისო ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. კომპანიამ 2026 წლის Altaris-ის კორპორაციული მდგრადობის საერთაშორისო დაჯილდოებაზე „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო – მიუხედავად იმისა, რომ საწარმო ჯერ კიდევ მშენებლობის ეტაპზეა. ეს ფაქტი პროექტის მასშტაბურობასა და მის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

„Altaris-ის ჯილდო არის აღიარება იმ ხედვისა, რომელსაც RECSOL და „თეგეტა ჰოლდინგი“ ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით ავითარებენ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მდგრადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთდროულად გარემოს დაცვასა და ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება. გვინდა, დავამტკიცოთ, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელება საქართველოშიც შესაძლებელია და ცირკულარული ეკონომიკა მხოლოდ თეორიული კონცეფცია არ არის – ის რეალური, მოქმედი სისტემა შეიძლება გახდეს“, - აღნიშნა შალვა ახვლედიანმა.

„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ერთჯერადი ინიციატივებით არ შემოიფარგლება. კომპანია წლებია, რაც ნარჩენების მართვის, გადამუშავებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მუშაობს. „თეგეტა გრინ პლანეტის“ მეშვეობით თეორიული კონცეფციები გარდაიქმნება პრაქტიკულ, ფუნქციურ და სისტემურად გამართულ მექანიზმებად. საქართველოში მოქმედი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან დანერგილი რეგულაციებისა და სისტემური რეფორმების ფარგლებში, შეგროვებულია 28,384 ტონა საბურავი, 9,181 ტონა ზეთი, 8,268 ტონა საავტომობილო აკუმულატორი, 10,957 ტონა ელექტრომოწყობილობა და 19,560 კილოგრამი ბატარეა.

RECSOL კომპანიის სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტია. საბოლოო მიზანი მხოლოდ ნარჩენების გადამუშავება არ არის – კომპანიის ყველა ნაბიჯი ემსახურება სისტემის შექმნას, რომელიც ქვეყანაში რესურსების მართვის კულტურას შეცვლის და ეკონომიკურ განვითარებას გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასთან გააერთიანებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკს EBRD-ისგან განახლებადი ჰიდროენერგიის მიმართულებით წლის მწვანე ვაჭრობის განვითარების კატეგორიის ჯილდო გადაეცა

08.06.2026.18:13

საქართველოს ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) წლის მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა, განახლებადი ჰიდროენერგიის კატეგორიაში, განახლებადი ენერგიის პროექტის დაფინანსებისა და საჭირო აღჭურვილობის იმპორტის ფინანსირების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.

EBRD-ის “წლის მწვანე შეთანხმების” ჯილდო ისეთი ბანკების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც გამორჩეულ როლს ასრულებენ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ამასთან, გამორჩეული წვლილი შეაქვთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საოპერაციო რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობაში.

“საქართველოს ბანკისთვის, როგორც მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარება და მდგრადი ვაჭრობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. აღნიშნული აღიარება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს მიზანს, მდგრადი ფინანსირების და ვაჭრობის დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისთვის და გარემოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ EBRD-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ახალი მწვანე ინიციატივების განხორციელებას”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

მდგრადი ფინანსური ინიციატივებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვით მდგრადობას, განახლებადი ენერგიის განვითარებასა და მწვანე ტექნოლოგიების წინსვლას უწყობენ ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა