მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რეგიონული ჰაბი - „თეგეტას“ ახალი მასშტაბური სერვისცენტრი გეზის ტერიტორიაზე

news image
mbc image

 

  • მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა

 

  • მულტიბრენდული ფილიალი ერთდროულად 30-ზე მეტი დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების მომსახურებას შეძლებს

 

ამიერკავკასიის რეგიონში პირველად სატვირთო და კომერციული ავტომობილების, ასევე ავტობუსების მომსახურება ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი. მრავალფუნქციური სერვისცენტრი„თეგეტას“ ბრენდის ქვეშ თბილისის შემოვლითი გზის 36-ე კილომეტრზეა განთავსებული. გერმანული მწარმოებლის MAN-ის სტანდარტებით აშენებული ობიექტი, ადგილობრივთან ერთად, ტრანზიტულ ავტომობილებსაც მიღებს.

 

რეგიონული ჰაბი, რომელიც გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზის) ტერიტორიაზე ოთხ ჰექტარზე მეტს იკავებს, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილ საავტომობილო სერვისს გააერთიანებს და, სარემონტო და დიზელის მომსახურებასთან ერთად, პირველად საქართველოში მომხმარებელს  სატვირთოების მაღალი სტანდარტის სამღებრო-სათუნუქე და სამაცივრე სისტემების სერვისს შესთავაზებს.

 

რეგიონის მასშტაბით გამორჩეული ობიექტი, საერთო ჯამში, ოთხ ძირითად, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეს მოიცავს. სერვისცენტრის ყველაზე დიდი, შოურუმისა და სერვისის ძირითადი ნაწილი უკვე ამოქმედებულია. სრული დატვირთვით კი მომსახურების სივრცე მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამუშავდება. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 80 მილიონ ლარს აჭარბებს.

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა