re:school-ში სწავლაზე დიდი მოთხოვნაა და დეკემბრიდან ახალი ჯგუფების დამატებაც იგეგმება - სალომე მგელაძე
მსურველებს re:school-ში უფასოდ სწავლების შესაძლებლობა ეძლევათ, თუმცა ამისთვის მათ ესეების კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში re:school-ი მათ უფასოდ განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
როგორც Business Insider Georgia-თან re:school-ის დამფუძნებელმა სალომე მგელაძემ განაცხადა, re:school-ში სწავლაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და დეკემბრიდან ახალი ჯგუფების დამატებაც იგეგმება.
სალომე მგელაძის თქმით, მათ მიერ გამოცხადდა ესეების კონკურსი და გამარჯვებული re:school-ში ვებ პროგრამირებას 18 თვის განმავლობაში, უფასოდ ისწავლის.
„re:school-ში 12-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის ესეების კონკურსი გამოვაცხადეთ. კონკურსი გამოვაცხადეთ თემაზე "რატომ უნდა ვისწავლოთ ტექნოლოგიები" და საუკეთესო ესეს ავტორი დეკემბრიდან, როდესაც ახალი ჯგუფები დაემატება, უფასოდ ისწავლის re:school-ში. კონკურსის გამარჯვებული გაივლის 18 თვიან კურსს, ანუ საუბარია ვებ პროგრამირების სწავლაზე და პლუს რბილი უნარების გამომმუშავებელი მოდულები რაც გვაქვს. ანუ 18 თვიან პროგრამირების კურსი პლუს 18 ბონუს მოდული, 18 თვიანი პროგრამა ანუ 8000 ლარს ვუფინანსებთ ვინც იქნება საუკეთესო ესეს ავტორი. დედლაინი არის 30 ნოემბრამდე.
სამომავლოდ მსგავსი პროექტების გაგრძელებას განვიხილავთ. ჩვენ ისედაც სოციალურად დაუცველებისთვის, ვისაც გადახდის საშუალება არ აქვს გამოყოფილი კვოტა გვაქვს და ისედაც სწავლობენ re:school-ში, მაგრამ პერიოდულად სხვებსაც ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ჩვენთან ისწავლონ“, - აღნიშნა სალომე მგელაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.