მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

re:school სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გალში მცხოვრებ 15 ახალგაზრდას პროგრამირებას დისტანციურად ასწავლის

news image
mbc image

re:school გალში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სპეციალურ პროექტს ახორციელებს და მიმდინარე ეტაპისთვის გალში მცხოვრებ 15 ახალგაზრდას პროგრამირებას დისტანციურად, უსასყიდლოდ, ასწავლის.

როგორც Business Insider Georgia-თან re:school-ის დამფუძნებელმა სალომე მგელაძემ განაცხადა, აგვისტოში კურსის დასრულების შემდეგ re:school-ი წარმატებულ ახალგაზრდებს დასაქმებაშიც დაეხმარება. 

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროექტის Build Georgia-სა და re:school-ის თანამშრომლობის ფარგლებში დავიწყეთ გალში მცხოვრები 15 ახალგაზრდის  გადამზადება პროგრამირებაში.  

ეს პროექტი მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებთან ნდობის აღდგენის კუთხით და ამ პროექტს ანალოგი არც აქვს, რომ ციფრული ტექნოლოგიები ვასწავლოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს. ჩავუშვით ეს პროექტი 2 თვის წინ და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

გალში მცხოვრები ახალგაზრდები სამ თვიან გადამზადების ინტენსიურ კურსს გაივლიან და სტუდენტები, რომლებიც წარმატებულად გაივლიან კურსს, კვირაში 6 საათის განმავლობაში სწავლობენ დისტანციურად რა თქმა უნდა, რომლებიც სრულყოფილად გაივლიან მოდულს და სურვილი ექნებათ, დასაქმებაშიც დავეხმარებით ჩვენს სტარტაპებსა თუ ჩვენს მეგობარ კომპანიებში.

დასაქმებაც იქნება ონლაინ, რადგანაც არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ისინი გალში ცხოვრობენ, იქ ჰყავთ ოჯახები და იქ არიან.  და თუ ვიღაცას გადმოცხოვრებას მოახერხებს აქ ეგეც განიხილება, თუ არადა დისტანციურად შეიძლება მათი პროექტები ჩართვა“, -  აცხადებს სალომე მგელაძე.

მისივე თქმით, re:school-ს სურვილი აქვს, რომ ამ პროექტი უფრო მასშტაბური გახადოს, მაგრამ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე სირთულეებია  და ამ ახალგაზრდებთან ხაზზე გასვლა მარტივი არ არის.  

„ჩვენ მათ არც სახელებსა და გვარებს არ ვამბობთ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. 

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში არის დავით ესათია. მე და დავითი ამ Build Georgia-ს პროექტში ერთად ვართ და ის მომეხმარა, რომ ამ ახალგაზრდებთან ხაზზე გავსულიყავი და შემდგარიყო ეს პროექტი. დავითი თავად გალიდანაა და ინტენსიურად მუშაობს გალში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერების მიმართულებით. დავით ესათია იყო ის შუა რგოლი, რომელმაც  re:school-ი გალელ ახალგაზრდებთან დააკავშირა“, - ამბობს სალომე მგელაძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა