რესტორნებში “ფილინი“, “უმამი“ და “რესპუბლიკა” სპეციალური მენიუები შეიქმნა, რომელიც გაუყინავი პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება
რესტორნებში “ფილინი“, “უმამი“ და “რესპუბლიკა” სპეციალური მენიუები შეიქმნა, რომელთა კერძებიც პარიზის ცნობილი Rungis Market-დან ჩამოტანილი უახლესი, გაუყინავი პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება.
„სილქ ჰოსფითალითის რესტორნებში, “ფილინი“, “უმამი“ და “რესპუბლიკა” განსაკუთრებული სიახლე გვაქვს. შეიქმნა სპეციალური მენიუები, რომელთა კერძებიც საფრანგეთიდან, პარიზის ცნობილი Rungis Market-დან ჩამოტანილი უახლესი, გაუყინავი პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება.
Rungis Market უდიდესი ბაზარია ევროპაში, საიდანაც უმაღლესი ხარისხის საკვები პროდუქტებით მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნები მარაგდებიან.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ობიექტების სტუმრებს მუდმივად ვთავაზობთ განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებას“, - აღნიშნულია სილქ ჰოსფითალითის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.