რის ხარჯზე გაიზარდა თბილისში უძრავი ქონების ფასები - Galt & Taggart-ის კვლევა
2024 წელს კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასი აშშ დოლარში პირველად ბაზარზე წლიურად 11.6%-ით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ გაძვირებულმა სამშენებლო ხარჯებმა გამოიწვია. Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში „თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ წერია, მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზრდის ტემპი 2022-23 წლებთან შედარებით დასტაბილურებულია და საშუალო თვიური ზრდა 1.5%-დან 0.5%-მდე შენელდა.
2024 წელს კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასი აშშ დოლარში პირველად ბაზარზე წლიურად 11.6%-ით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ გაძვირებულმა სამშენებლო ხარჯებმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზრდის ტემპი 2022-23 წლებთან შედარებით დასტაბილურებულია და საშუალო თვიური ზრდა 1.5%-დან 0.5%-მდე შენელდა.
2024 წელს თბილისში სულ 3,123.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 7.1%-იანი ზრდაა. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1,000/მ2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
თბილისში ქირის ფასები 2024 წელს მეტწილად სტაბილური იყო, კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარის ფარგლებში. ეს ტენდენცია დეკემბერშიც შენარჩუნდა და თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2 ) ქირის ფასმა კვადრატულზე 9.7 აშშ დოლარი შეადგინა. ეს წლიური 9.0%-იანი შემცირებაა და 17.9%-იანი შემცირება 2023 წლის მარტში დაფიქსირებული პიკური მაჩვენებლიდან (11.8 აშშ დოლარი კვადრატულ მეტრზე).
2024 წელს 255 სამშენებლო ნებართვა გაიცა საცხოვრებელ პროექტებზე, 1.8 მლნ მ2 საერთო საცხოვრებელი ფართით. ეს 6.7%-ით ნაკლებია 2023 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე, თუმცა მაინც მაღალ დონეზეა შენარჩუნებული. 2024 წელს ნებართვების ყველაზე დიდი მოცულობა გაიცა საბურთალოზე (ჯამურის 23%), რასაც მოჰყვება დიდი დიღომი (18%) და სამგორი (17%).
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.