მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რით არის გამორჩეული მეტროპოლის პირველი საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში

news image
mbc image


დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ ბათუმში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა დაიწყო. ახალი კომპლექსი ბათუმის საერთაშორისო მოედნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე შენდება. კომპლექსი ორ 33 და 35-სართულიან კორპუსს აერთიანებს. A და B ბლოკები აჭარის მთისა და ზღვის ხედებით ერთმანეთის პარალელურად განთავსდება. დეველოპერულმა კომპანიამ წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო.

როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა,  „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა უკვე ჩადებულია და ოფიციალურად ბათუმში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის სამუშაოები დაწყებულია. „მეტროპოლ პარალელი“ თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და კომფორტული ცხოვრებისათვის ყველა აუცილებელი პირობით იქნება გამორჩეული.

„ჩვენ დავიწყეთ პირველი საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში. ეს არის „მეტროპოლ პარალელი“, რომელიც მდებარეობს ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ ეს არის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის მოპირდაპირე მხარეს. რამდენიმე დღის წინ გვქონდა ოფიციალური გახსნა მშენებლობის, სადაც სიმბოლურად კაფსულა ჩავდეთ. პროექტის გახსნას ესწრებოდნენ, როგორც ჩვენი მომავალი მობინადრეები, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. თვითონ პროექტს რაც შეეხება, პროექტი მოიცავს 2 მაღალ სართულიან კორპუსს. 33 და 35 სართულიანი კორპუსები იქნება, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად მდებარეობს და პროექტის სახელწოდებაც აქედან შევარჩიეთ. პროექტს გამოარჩევს ის, რომ მოგეხსენებათ ბათუმში აპელირება ხდება ძირითადად ზღვის ხედებზე და აქაც რა თქმა უნდა ზღვის ხედები იქნება და ამავდროულად არის მთის ხედიც. პროექტს რაც შეეხება არის 3 წლიანი, ანუ დასრულდება 2027 წელს. წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა  მამუკა იმედაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის ლოკაცია მაქსიმალურად მორგებული ადამიანის ცხოვრების კომფორტზე.

„ჩვენ არამხოლოდ ამ პროექტზე, არამედ ნებისმიერი პროექტის ჩანასახშივე ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, რომ ლოკაცია იყოს მაქსიმალურად მორგებული ადამიანის ცხოვრების კომფორტზე, არამხოლოდ პროექტი, არამედ გარშემო ობიექტებიც. ამ მხრივ გამონაკლისი არც „პარალელია“. პირველ რიგში აღვნიშნავ ლოკაციას, რადგანაც გარშემო მაცხოვრებლებისთვის ყველა ის ობიექტია, რომელიც მათთვის ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანია, მაგალითად ეს იქნება სკოლა, საბავშვო ბაღი, სავაჭრო ცენტრები, იუსტიციის სახლი, საფეხბურთო მოედანი და რაღა თქმა უნდა ზღვა. 

რაც შეეხება მშენებლობის პროცესს, აქ რა თქმა უნდა ისევე როგორც „მეტროპოლის“ ნებისმიერ პროექტში გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა მასალები. თვითონ გენერალური გემითაა გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ამცირებს ტენიანობას. ტენიანობის შემცირება კი ბათუმში ორმაგად და ათმაგად მნიშვნელოვანია. მშენებლობის პროცესში ყველა საერთაშორისო სტანდარტი იქნება დაცული“, - განმარტავს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

ჯამში, 474 აპარტამენტი „მეტროპოლ პარალელის“ ორ მრავალსართულიან კორპუსში გადანაწილდება. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას, იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი.

„მეტროპოლის პარალელში“ გაყიდვები უკვე დაწყებულია. 
მრავალსართულიანი კორპუსები „მეტროპოლის“ ხარისხით, ხელსაყრელი მდებარეობითა და უნიკალური ხედებით იქნება გამორჩეული

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ დაარსდა 2022 წელს საქართველოში. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. თბილისში შენდება სამი საცხოვრებელი კომპლექსი- „მეტროპოლ ბაგები“ , „მეტროპოლ ქავთარაძე“, და " მეტროპოლ ორთაჭალა" ხოლო ბათუმში - „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ , სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა