ROBO Coder-ი პროგრამირების სკოლის გახსნას გეგმავს
ROBO Coder-ის დამფუძნებელი ნინა ბექაური Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ მარტიდან, ახალი ჯგუფები და ახალი სარეგისტრაციო სეზონი იწყება .
Robo Coder ის ორივე ფილიალში Lego კონსტრუქტორის გამოყენებით მომავლის უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო კურსები 3-15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის არის გათვლილი.
ROBO Coder-ის დამფუძნებლის თქმით, სამომავლოდ ასევე დაგეგმილია კომპანის განვითარება. კერძოდ, იგეგმება პროგრამირების სკოლის გახსნა, თუმცა დამფუძნებელი პროექტის დეტალებზე არ საუბრობს.
ამ დროისთვის ROBO Coder-ი მომხმარებლებს სთავაზობს სხვა და სხვა სახის პროგრამებს როგორიცაა Robo Coder, Babu care და საზაფხულო ბანაკს.
„2023 წელს მომხმარებლებს შევთავაზეთ ახალი პროექტი და დავამატეთ საბავშვო ბაღი. Baby Coder-ი არის ბაღი, სადაც გაერთიანებულია Lego საგანმანათლებლო სკოლამდელი პროგრამა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განვითარების სახელმწიფო სტანდარტები. ბაღი არის საოჯახო ტიპის, მცირერიცხოვანი ჯგუფებით, ჰუმანური მიდგომით და მომავლის უნარების განვითარებაზე მაქსიმალურად ორიენტირებული“, - ამბობს ნინა ბექაური.
სწავლის საფასური ასაკის შესაბამისად 130ლარიდან 175 ლარამდეა და გაკვეთილების ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი.
გასული წელი კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა.
„ახალი სასწავლო სეზონი დავიწყეთ მეორე ფილიალის გახსნით. წინასწარი გამოკითხვის შედეგად ფილიალის გახსნა გადაწყდა დიდ დიღომში. ახალი ფილიალი უკვე 5 თვეა ფუნქციონირებს. 2024 წლიდან Robo Coder ს. საზაფხულო და ზამთრის ბანაკებიც ცალკე პროექტად გამოეყოფა, ბანაკი კომპანიას აძლევს საშუალებას ბავშვებს და მოზარდებს შეასწავლონ გრძელვადიანი საინტერესო პროექტები, რობოტექნიკის მიმართულებით, ბანაკი გრძელდება ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე“, - ამბობს ნინა ბექაური.
დამფუძნებლის თქმით, მსგავსი პროექტების არსებობა სასკოლო არდადეგების პერიოდში მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის.
Robo Coder - რობო კოდერი, არის რობოტოტექნიკისა და პროგრამირების სასწავლო სივრცე 3-15 წლამდე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.
ცენტრი დაფუძნებულია Lego Education საერთაშორისო პროგრამაზე და მიზნად ისახავს კონსტრუქტორი Lego ს დახმარებით განივითარონ მოსწავლეებს მათი წარმატებული მომავლისთვის საჭირო უნარები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.